ირლანდიაში კიბერ ბულინგის აკრძალვას აპირებენ
12 07 2013

ირლანდიის მთავრობაში კიბერ ბულინგის სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარება განიხილება. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბულინგის მსხვერპლმა რამდენიმე მოზარდმა მოიკლა თავი. მთავრობა ასევე წამოიწყებს ახალ კანონებს იმისათვის, რომ სკოლებს დაევალოთ დისციპლინარული კოდექსების შექმნა სოციალური მედიის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ზემოხსენებული შემოთავაზებები შესულია ირლანდიაში ბავშვის უფლებათა დაცვის სამთავრობო რეპორტიორის, დოქტორ ჯოფრი შენონის წლიურ ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოიცემა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სკოლაში ჰომოფობიური ბულინგი, ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხად უნდა იქნას აღიარებული. ეს დაავალდებულებს სკოლებს რეაგირება მოახდინონ ამ საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართონ. ანგარიშის მიხედვით, ამ ინიციატივების მიზანი არის უნიფორმული დისციპლინარული მექანიზმების შექმნა სკოლებში, რათა ისეთი პრობლემატური საკითხების მოგვარება მოხდეს, როგორიცაა „სკოლების განუსაზღვრელი თავისუფლება ბულინგში ჩართული სტუდენტების დისციპლინირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.“ სოციალური მედიის კომპანიები, როგორიცაა „ფეისბუკი“ ასევე მოუწოდებენ გაუზიარონ შესაბამის უწყებებს ნებისმიერი იმ ადამიანის მონაცემები, რომელიც ანონიმურ კიბერბულინგშია ჩართული. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"