მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პრო–ლგბტ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, პრეზიდენტმა ობამამ უცხოეთში განლაგებულ ფედერალურ უწყებებს დაავალა ებრძოლონ ლგბტ ადამიანებისადმი მიმართულ ადგილობრივ ძალადობას და მისცენ თავშესაფარი იმ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან.
პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ იგი ძალიან შეწუხებულია იმ ძალადობითა და დისკრიმინაციით, რომელსაც ლგბტ ადამიანები მსოფლიო მასშტაბით აწყდებიან.
„ლგბტ დევნილებისა და თავშესაფრის მაძიებლების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო დეპარტამენტი და შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო გააძლიერებს ძალისხმევას ამ ადამიანებისათვის შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს უფრო პრიორიტეტულია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
ამასთან ერთად, შესაბამისი უწყებები, როგორიცაა სახელმწიფო დეპარტამენტი, იუსტიციისა და შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროები, უზრუნველყოფენ საგანგებო ტრეინინგებს ფედერალური უწყებების პერსონალისა და საკვანძო პარტნიორებისთვის, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ლგბტ დევნილებისა და თავშესაფარის მთხოვნელების დაცვა და მათთვის ადექვატური დახმარების მიწოდება.
წყარო:http://www.usnews.com/news/blogs/washington-whispers/2011/12/06/obama-offers-asylum-to-overseas-gays