არჩეული ლგბტ საჯარო მოხელეების რაოდენობა რეკორდულია
04 12 2012

წელს, ნოემბრის არჩევნებში ამერიკელებმა უფრო მეტი გეი და ლესბოსელი კანონმდებელი აირჩიეს, რის შედეგადაც შტატებში, როგორიც არის ვისკონსინი, ორეგონი და კოლორადო, გეი და ლესბოსელი სახელმწიფო მოხელეები საკმაოდ მაღალ სამთავრობო პოზიციებს დაიკავებენ. გეი საშტატო კანონმდებლების რაოდენობა წელს ოთხიდან რვამდე გაიზარდა.

დემოკრატ სენატორ ჯესი ულიბარისა და მის პარტნიორს ორი შვილი ჰყავთ და ის აცხადებს, რომ მისი ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანია მისი გაცნობა მისი სექსუალური ორიენტაციის მიღმა. ულიბარის თქმით მას იგივე საკითხები ადარდებს, რაც ყველას: ძლიერი ეკონომიკა, უსაფრთხო სკოლები და თანასწორი შესაძლებლობები ყველა ოჯახისათვის.

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა ადვოკატები კოლორადოში უკვე ხედავენ ამ გამარჯვებას როგორც გზას ყველა იმ პროტექციის უზრუნველყოფისათვის, რომელზეც ულიბარიმ ისაუბრა. დემოკრატების გამარჯვებასთან ერთად სახელმწიფო კონგრესის ორივე პალატაში, ალბათობა იმისა, რომ შემდეგ სესიაზე კოლორადოში სამოქალაქო პარტნიორობის კანონის დამტკიცება მოხდება, დიდია.

„მე ვთვლი, რომ ის, რაც ახლა კოლორადოსა და მთელს ქვეყანაში ხდება, ის არის, რომ არსებული დისკრიმინაცია და წინასწარგანწყობები ნელ–ნელა მარცხდება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაღაც შიშზეა დაფუძნებული და არა რეალურ ფაქტებზე,“ აცხადებს ჩაკ ვულფი, უოშინგტონში მოქმედი გეი და ლესბოსელი გამარჯვების ფონდის პრეზიდენტი.

ვულფის თქმით 6 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საშტატო საკანონმდებლო ორგანოების უმრავლესობაში ერთი ღიად გეი კანონმდებელი მაინც არის, ხოლო ხუთ შტატში, კოლორადოს ჩათვლით, საკნანონმდებლო ორგანოს გეი ლიდერი ჰყავს. თუმცა ვულფი ასევე დასძენს, რომ მისი აზრით კიდევ ოცი წელი იქნება საჭირო, სანამ გეი პოლიტიკოსები იმდენად ჩვეულ მოვლენად იქცევა, რომ ახალი ამბების მასალა აღარ იქნება.

წყარო: http://www.kunc.org/post/number-lgbt-elected-officials-reaches-historic-levels

 


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია