დანიურ ბარში ჰეტეროსექსუალური კოცნა იკრძალება
04 05 2012

კოპენჰაგენის ერთ-ერთი გეი ბარის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბარის შიგნით ჰეტეროსექსუალ წყვილებს კოცნა ეკრძალებათ.

ლგბტ ორგანიზაცია Homosocialt Fællesskab-ის დამაარსებელმა ჯობბე იოლლერმა განაცხადა, რომ კოპენჰაგენში განლაგებულ ბარ Never Mind-ის დაცვის წევრმა მის მეგობარს შეყვარებული ბიჭის კოცნა აუკრძალა.

იოლერი ესაუბრა დაცვის წევრს და უთხრა, რომ ეს ჰეტეროსექსუალი ადამიანების დისკრიმინაციაა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მსგავსი საქციელი (ჰეტეროსექსუალური კოცნა) უადგილოა გეი ბარში და, რომ Never Mind-ის ადმინისტრაცია ბევრ წერილს იღებს გეი სტუმრებისგან იმის შესახებ, რომ ბარს მეტისმეტად ბევრი ჰეტეროსექსუალური სტუმრობს. იოლერმა თქვა, რომ ეს იგივეა, რაც შავკანიან წყვილებს ავუკრძალოთ კოცნა. დაცვის წევრმა შეუპოვრად თქვა, რომ ეს ერთი და იგივე არ იყო და, რომ ბარის მფლობელების გადასაწყვეტია ვის შეეძლება ბარში კოცნა და ვის არა.

იოლერმა მომხდარის შესახებ Never Mind-ის ადმინისტრაციას მისწერა. ბარის მფლობელმა კრისტიან კარისენმა განაცხადა, რომ კოპენჰაგენში ძალიან ცოტა გეი ბარი დარჩა და ამიტომ, თემისათვის მნიშვნელოვანია, რომ Never Mind-მა გეი ბარის სახე არ დაკარგოს. სწორედ ამ მოსაზრებით აიკრძალა ბარში ჰეტეროსექსუალური კოცნა.

წყარო:http://www.edgeboston.com/news/international/news/132642/denmark_gay_bar_bans_straight_kissing


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"