ტრანს-ქალის შანსი პოლონეთის ახალ პარლამენტში
10 10 2011

პოლონეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ახალმა ანტიკლერიკალურმა პარტიამ მესამე ადგილი მოიპოვა. არჩევნების ესოდენ მოულოდნელი შედეგები ერთგვარი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ პოლონეთის ახალი პარლამენტის ერთ–ერთი წევრი, ტრანსგენდერი ქალი, 57 წლის ანნა გროდზკა გახდება.

ბიოლოგიურად მამაკაცად დაბადებულმა, 57 წლის გროდზკამ სქესის შეცვლის ოპერაცია გასულ წელს დაასრულა ორგანიზაციის „Trans-Fuzja“–ს ხელშეწყობით.

ანნა გროდზკა იანუშ პალიკოტის მოძრაობის მირ წარმოდგენილ კანდიდატთა სიის სათავეში მოექცა და თავისი პოზიციით აღფრთოვანებულია, მით უფრო, რომ ეს ყველაფერი რომის პაპის იოანე პავლე მეორეს მშობლიურ, მკაცრი კათოლიკური ტრადიციით გამორჩეულ ქალაქ კრაკოვში ხდება.

ქალბატონი გროდზკას განცხადებით, კრაკოვში არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი პირველი და ერთადერთი ტრანსგენდერი პარლამენტის წევრი იქნება არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან ახალი ზელანდიის ყოფილ პარლამენტის წევრს, ტრანსგენდერ ჯორჯინა ბეიერს, 2007 წლის მერე ეს თანამდებობა აღარ უკავია.

გროდზკა აცხადებს, რომ მემარცხენეა და ყოველთვის სოციალ დემოკრატებს აძლევდა ხმას, სანამ ისინი მის იდეალებს პასუხობდნენ, თუმცა მორალური ღირებულებების სფეროში ამ პარტიამ ფიასკო განიცადა.

პალიკოტის მოძრაობამ, რომელსაც პროგრამაში პოლონეთში მოქმედი მკაცრი აბორტის საწინააღმდეგო კანონმდებლობის ლიბერალიზება, კონტრაცეპტივების მიმართ ხელმისაწვდომობა, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება აქვს შეტანილი, „ეგზით პოლების“ მიხედვით არჩევნებში 10,1% მოიპოვა, 1.5%–ის უზუსტობის გათვალისწინებით.

წყარო: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/poland/8817279/Transgender-woman-poised-for-seat-in-Polands-new-parliament.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა