ლინგვისტური რჩევები სისგენდერი ფემინისტებისთვის, რომლებიც ტრანს საკითხებზე საუბრობენ
04 12 2015
ავტორი: სამანტა ალენი
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვარ იმ სისგენდერი ფემინისტების გარემოცვაში, რომლებსაც ტრანს ხმების ჩართვა სურთ თავიანთ პანელში, ღონისძიებებსა ან კონფერენციაში. ხშირად ვგრძნობ, რომ ამ ფემინისტების სულისკვეთება ტრანს საკითხებთან დაკავშირებით სწორი და გულწრფელია. ისინი ცდილობენ და მათი ძალისხმევა რეალურია, მაგრამ მათ კვლავაც უჭირთ იმ კონცეპტუალური საკითხების გადალახვა, რომელიც მათ ლექსიკაზე ახდენს გავლენას.
ამიტომ, მოდით, სწორედ ენით დავიწყოთ და ასე მივყვეთ ბოლოდან დასაწყისისკენ. ტრანსინკლუზიურ სისგენდერ ფემინისტებს კვლავაც აქვთ ჩვევად საზიანო ლექსიკის გამოყენება.
ბევრმა მეგობარმა თუ კოლეგამ დაწერა ბლოგის ან ტვიტერის პოსტი პრობლემური ლექსიკის შესახებ; მე კი მინდა, დავწერო ადვილად გამოსაყენებელი წყარო სისგენდერი ფემინისტებისათვის, რომელბსაც სურთ, ტრანს ინკლუზიურები იყვნენ და რაღაც საბაზისო ლექსიკაც ისწავლეს, მაგრამ არ იციან, “როგორ ილაპარაკონ ამაზე” ისე, რომ გზად რამეს არ წამოკრან ფეხი.
- გთხოვთ, ცადოთ და თქვენი ლექსიკიდან ამოიღოთ ფრაზები “ქალად იდენტიფიცირებული”, “მამაკაცად იდენტიფიცირებული”, “ქალის სხეულის მქონე” და “მამაკაცის სხეულის მქონე”.
- გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ “ქალებს” და “ტრანს ქალებს” სხვადასხვა კატეგორიებად, როდესაც მარგინალიზებული ჯგუფების ჩამონათვალს აკეთებთ ან ჩაგვრაზე ლაპარაკობთ.
- გთხოვ, ნუ ახსენებ თავს “სისგენდერად”, თუ პირდაპირ შენი პრივილეგიის შესახებ არ საუბრობ.
- არ გააკეთო განსხვავება სქესსა და გენდერს შორის და არ გამოიყენო ფრაზები, როგორებიცაა “ბიოლოგიურად ქალი” ან “ბიოქალი”
ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი