პროტესტი ნიუ იორკის ლგბტ ცენტრთან
05 03 2012

გუშინ ჯგუფმა Queers Against Israeli Apartheid (ქუიარ ადამიანები ისრაელის აპართეიდის წინააღმდეგ) ნიუ იორკის ლგბტ ცენტრი დაიკავა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ მათ ცენტრში შეკრება აუკრძალა.

პროტესტის მონაწილეები (რომლებსაც QAIA–ს გარდა კიდევ 20 ჯგუფი შეადგენდა) უბრალოდ შევიდნენ ცენტრში და მისაღები დაიკავეს.

საპროტესტო აქციამ თითქმის ერთ საათს გასტანა, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ცენტრს აკრიტიკებდნენ და პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ.

„ჩვენ, როგორც წესი, იმ მჩაგვრელების წინააღმდეგ ვიბრძვით, ვინც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს,“ განაცხადა იურისტთა ეროვნული გილდიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიდი ბოგოსიანმა, „ძალაუფლებაში მყოფი პირების ღიად გამოთქმული აზრისადმი დამორჩილებით ცენტრმა თავის ისტორიულ მისიას უღალატა,“- დასძინა მან.

წყარო: http://joemygod.blogspot.com/2012/03/qaia-occupies-nyc-lgbt-center.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია