ნიუ იორკში თანასწორი ქორწინება დაკანონდა
25 06 2011

ამ ისტორიულ საღამოს, ნიუ იორკის სენატმა მიიღო კანონი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ, 33 ხმით 29-ის წინააღმდეგ. ნიუ იორკი ამერიკის რიგით მეექვსე და ყველაზე დიდი შტატია, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას ანიჭებს.

გთავაზობთ კამპანია „Give a Damn“-ის დამფუძნებლისა და ლგბტ უფლებების დიდი ხნის დამცველის, სინდი ლოპერის განცხადების ნაწყვეტს ნიუ იორკის შტატში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შესახებ:

მე ნიუ-იორკელი ვარ და ამით არასოდეს ვყოფილვარ ისე ამაყი, როგორც დღეს, როცა თანასწორი ქორწინების კანონი მიიღეს. ნიუ იორკი შეუერთდა იმ შტატების მზარდ რაოდენობას, რომელთაც ჩვენი ერი საოცნებო მომავლისკენ მიჰყავთ. მომავლისკენ, სადაც ყველა ადამიანს თანასწორად, ღირსებითა და პატივისცემით ექცევიან.

ნიუ იორკში ეს წარმატება ისეთი ორგანიზაციებისა და სათემო ლიდერების მეშვეობით იქნა მიღწეული, როგორიცაა Human Rights Campaign, Freedom to Marry, Empire State Pride Agenda და Broadway Impact. მათ დიდი ძალისხმევა გაიღეს ნიუ-იორკის შტატში ქორწინების თანასწორუფლებიანობის მისაღწევად.

წყარო: http://www.wegiveadamn.org/2011/06/marriage-equality-passes-in-new-york/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება