პროტესტი ნიუ იორკის ლგბტ ცენტრის წინ
04 03 2012

ერთი წლის წინ ნიუ–იორკის ლგბტ ცენტრმა, პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკისადმი დაპირისპირებულ ჯგუფ Siege Busters–ს საკუთარ ტერიტორიაზე შეხვედრა აუკრძალა. ცოტა ხნის წინ ცენტრმა ეს აკრძალვა ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის გარშემო ორგანიზებულ ყველა ჯგუფზე გაავრცელა, რამაც შესაბამისი ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

„ცენტრს დაავიწყდა თავისი ისტორია,“ განუცხადა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯუდიტ ბატლერმა, ცენტრის მისაღებში შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. „მას დაავიწყდა სოციალური სამართლიანობისადმი ერთგულება. ის გაიყიდა,“ – დასძინა მან.

ცენტრმა ზემოხსენებულის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა:

„ჩვენი პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ლგბტ ადამიანმა აქ თავი კომფორტულად იგრძნოს. ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის ირგვლივ ორგანიზებული შეხვედრებისათვის ადგილის გამოყოფა იმის საშუალებას გვიკარგავს,რომ ყველასათვის ნეიტრალური გარემო შევქმნათ. ამიტომაც, მორატორიუმი გაგრძელდება. ცენტრი პატივს სცემს ყველას სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებას, მაგრამ ამ საკითხს რაც შეეხება, უბრალოდ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ სხვაგან შეიკრიბონ.“

აღსანიშნავია, რომ ცენტრის პოლიტიკა სივრცის გაქირავების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერი მიზეზით უთხრას უარი, იშვიათად ყოფილა სკანდალური.

პროტესტის შემდეგ მონაწილეებმა გარეთ, გადაინაცვლეს და სკანდირება გააგრძელეს, მაშინ, როცა დანარჩენებმა ბანერები ჩამოკიდეს მეორე სართულის ფანჯრიდან.

წყარო: http://www.gaycitynews.com/articles/2012/03/03/gay_city_news/news/doc4f52ec3f3220d126534660.txt



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია