ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის პერსპექტივა კუბაზე
19 01 2012

რაულ კასტროს შვილი აცხადებს, რომ წელს კუბელი კანონმდებლები კუნძულზე ერთსქესიანი სამოქალაქო კავშირების დაკანონებაზე იმსჯელებენ.

მარიელა კასტრო პრეზიდენტ რაულ კასტროს შვილი და გამოჩენილი გეი უფლებათა აქტივისტია. მისი განცხადებით წინადადება ქვეყნის საოჯახო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ლეგალურ განხილვას გადის და 2012 წლის დღის წესრიგში დგას.

ბევრი გეი და ტრანსსექსუალი ადამიანი დევნის მსხვერპლი გახდა 1959 წლის რევოლუციის შემდგომ წლებში, მაგრამ მას შემდეგ ლგბტ ადამიანებისადმი დამოკიდებულება უფრო ტოლერანტული გახდა.

ერთ დროს აკრძალული გეი პრაიდები ახლა ყოველწლიურ ღონისძიებას წარმოადგენს, მთავრობა კი ანტი ჰომოფობიურ კამპანიებს ხელმძღვანელობს და სქესის შეცვლის ოპერაციების დაფინანსებასაც იწყებს.

წყარო:http://hosted.ap.org/dynamic/stories/C/CB_CUBA_SAME_SEX_UNIONS?SITE=AP&SECTION=HOME&TEMPLATE=DEFAULT&CTIME=2012-01-17-14-46-49



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის