13) მე მაქვს ამის უფლება
ავტორები: ჩესი პრუტი და ჯენ აბელსონი
გამომცემლობა: Margaret K. McElderry Books
2014 წელს, ჩესი პრუტი ნიუ ჰემფშირის პრესტიჟული კოლეჯის პირველ კურსზე ჩაირიცხა. დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა ბიჭმა მასზე სექსუალურად იძალადა. ჩესიმ დანაშაულის შესახებ პოლიციაში განაცხადა და სასამართლოზეც მისცა ჩვენება ბიჭის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა უმეტესობა, ჩესიც კოლეჯისგან მხარდაჭერის ნაცვლად, წინააღმდეგობას წააწყდა. ამ მემუარში, ჩესი თამამად ყვება ინსტიტუციებზე, რომლებიც თვალს ხუჭავენ სექსუალური ზეწოლის დანაშაულებზე და გამოსავალს გვთავაზობს ქალების გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ ბრძოლაში.
14) ქალის საათი
ავტორი: ელინ ვაისი
გამომცემლობა: Viking
1920 წლის აგვისტოა. ოცდათხუთმეტმა შტატმა უკვე მოახდინა ამერიკის კონსტიტუციის მე-19 შესწორების რატიფიცირება. თორმეტმა შტატმა უარი თქვა ამ შესრორებაზე. დარჩა მხოლოდ ერთი შტატი - ყველაფერი ტენესის შტატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ბრძოლის ველზე ეჯახებიან დაპირისპირებული ძალები ერთმანეთს. წიგნი იმ ქალის ისტორიას აღწერს, რომლებმაც საკუთარი ძალები გააერთიანეს და მე-20 საუკუნის სამოქალაქო უფლებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრინციპულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.
15) ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო
ავტორი: ჯენიფერ პალმიერი
გამომცემელობა: Grand Central Publishing
"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო" ჰილარი კლინტონის ყოფილი კომუნიკაციების დირექტორის, ჯენიფერ პალმიერის წერილია პირველი ქალი პრეზიდენტისადმი. ჰილარი კლინტონთან, პრეზიდენტ ობამასა და ელიზაბეტ ედვარდსთან ურთიერთობის გამოცდილებით, პალმიერი საკუთარ შთაბეჭდილებებს და პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს ყველა პროფესიის ქალს - როგორ კომპანიის ხელმძღვანლებს, ასევე შინ მყოფ დედებს - ყველას, ვისაც სურს აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება და შეცვალოს მსოფლიო.
16) ლეგენდარული ქალები
ავტორი: ენ შენი
გამომცემლობა: Chronicle Books
არტისტი და ავტორი წიგნისა "ცუდი გოგონები ისტორიიდან" ამჯერად შთამბეჭდავად ილუსტრირებულ წიგნს გვთავაზობს მსოფლიო ქალღმერთების შესახებ. ბერძენი აფროდიტედან დაწყებული, ჩინელი მაზუთი და ჰინდუ ლაკშმით დამთავრებული, აკვარელით შესრულებული ძლიერ ღვთაებათა პორტრეტები თან ახლავს ესეებს, რომლებიც ღვთაებრივ ქალურობას ზეიმობენ და მკითხველს მოტივაციას აძლევენ საკუთარ თავში ქალღმერთის აღმოსაჩენად.
17) ენდეთ ქალებს
ავტორი: რებეკა ტოდ პიტერსი
გამომცემლობა: Beacon Press
ამ წიგნში პრესვიტერი და ეთიკოსი რებეკა ტოდი გვთავაზობს ქრისტიანულ არგუმენტს აბორტის უფლებაზე. ის ამტკიცებს, რომ რეალური პრობლემა არა თავად აბორტი, არამედ ისაა, რომ საზოგადოება ქალებს არ ენდობა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის უკეთესი მათი სხეულის, ოჯახისა და ცხოვრებისთვის.
18) არც ისე ცუდი
რედაქტორი: როქსან გეი
გამომცემლობა: Harper
ამ ანთოლოგიაში, ცნობილი ფემინისტი ავტორი, როქსან გეი თავს უყრის როგორც ახალ, ასევე უკვე გამოცემულ ესეებს თემაზე, თუ რას ნიშნავს ქალისთვის ცხოვრობდეს შევიწროებისა და ძალადობის საფრთხის შემცველ სამყაროში, მუდმივი კრიტიკისა და უნდობლობის ფონზე, თუკი ამაზე საუბარს მაინც ბედავს. წიგნი მოიცავს მსახიობების - ალი შიდისა და გაბრიელ იუნიონის, მწერლების - ემი ჯო ბერნსის, ლიზ ლენზის, კლერ შვარცის, ბობ შაკოკისა და სხვების ნაშრომებს.
19) თავისუფლების ცეცხლის დანთება
ავტორი: ჯანეტ დიუარ ბელი
გამომცემლობა: The New Press
როზა პარკსი, კორეტა სკოტ კინგი, დოროთი ჰეითი - სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში ცნობილი ფიგურები არიან. მაგრამ გახსენდებათ ამ მოძრაობის სხვა ლიდერთა სახელები? თუ არა, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. წიგნში ნახავთ ინტერვიუს ცხრა ქალთან, რომლებიც კაც თანამოაზრეებთან ერთად იბრძოდნენ თანასწორობისთვის; ამ წიგნით ბელი ნათელს ჰფენს სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში ხშირად მიჩქმალულ ქალთა მიღწევებს.
20) ეს მხოლოდ სისხლია
ავტორი: ანნა დალქვისტი
მთარგმნელი: ალის ოლსონი, გამომცემლობა: Zed Books
ყოველდღე 800 მილიონ ქალს აქვს მენსტრუაცია. მასშტაბების მიუხედავად, მენსტრუაციას ბევრი დღემდე სირცხვილად თვლის. დასავლურ კულტურაში, ვცდილობთ მენსტრუალური სისხლი უხილავი გავხადოთ და იმედგაცრუებას მხოლოდ მისი გამოჟონვისას ვგრძნობთ.
ზოგ კულტურაში, მენსტრუაციის დროს, საზოგადოება ქალებს იმდენად რიყავს, რომ მათ არ აქვთ უფლება წავიდნენ სკოლაში, ან სამსახურში, ზოგან კი, სულაც, საკუთარი სახლიდან აგდებენ. ამ წიგნში ანნა დალქვისტი გვიყვება შთამაგონებელ ამბებს იმ ქალებისა, რომლებიც სირცხვილის კულტურის წინააღმდეგ მიდიან.
21) აუტიზმი მაღალ ქუსლებზე
ავტორი: ჯენიფერ ო'ტული
გამომცემლობა: Skyhorse Publishing
სტატისტიკურად, ბიჭებში თითქმის ხუთჯერ მეტად გვხვდება აუტიზმი, ვიდრე გოგონებში. ამის გამო, აუტისტური სპექტრის გოგონებში ხშირად სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევენ, ან არასწორ დიაგნოზს სვამენ. ამ მემუარებში ჯენიფერ ო'ტული ყვება, როგორ დაუდგინეს ასპერგერის სინდრომი 35 წლის ასაკში და მკითხველს ეპატიჟება საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენის მოგზაურობაში, როგორც ასპერგერი სინდრომის მქონე თანამედროვე ქალი.
ამ სიაში მხოლოდ დოკუმენტურ პროზაზე მინდოდა მომეყოლა, მაგრამ მომავალ თვეებში სამი ფემინისტური რომანიც გამოდის, რომელთა შესახებ სიხარულით მინდა გაგიზიაროთ.
22) წითელი საათები
ავტორი: ლენი ზუმასი
გამომცემლობა: Little, Brown & Co
რომანის დისტოპიურ სამყაროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტი და ინვიტრო განაყოფიერება კვლავ იკრძალება, ხოლო საკონსტიტუციო შესწორება "პიროვნულობის შესახებ" ყველა ემბრიონს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების უფლებას აძლევს. ორეგონის შტატის ერთ პატარა ქალაქში, სადაც ხალხი თავს თევზაობით ირჩენს, ხუთი ქალი ცდილობს ისწავლოს, როგორ მოერგოს ამ ახალ შეზღუდვას. მათი ბედი მაშინ იკვეთება, როდესაც მცენარეებით მკურნალ ნიჭიერ ჯინს პოლიცია აკავებს და თანამედროვეობის ‘კუდიანებზე ნადირობის' სამსჯავროს გადასცემს.
23) ფიჩი
ავტორი: ევა გლასი
გამომცემლობა: Bloomsbury
ერთ საღამოს ფიჩს ძალადობრივად ესხმიან თავს. გოგონა სახლამდე ძლივს მილასლასდება, მაგრამ მშობლები არ უჯერებენ, რომ მას მსგავსი რამ შეემთხვა. მეორე დილიდან ფიჩი ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რუტინას დაუბრუნდეს, მაგრამ აუღიარებელ ტრავმატულ გამოცდილებას ასე მარტივად ვერ დაუძვრება. თუმცა კი დავიწყებას ცდილობს, ფიჩი საბოლოოდ ხვდება, რომ გასათავისუფლებად რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას.
24) დატყვევებული ჩიტის სიმღერა
ავტორი: ჟასმინ დარზნიკი
გამომცემლობა: Ballantine
რომანს ირანელი პოეტის, ფორუხ ფაროხზადის ცხოვრება ფიქტიურ სამყაროში გადააქვს, პოეტისა, რომელიც მშობლიური კულტურის მოლოდინებს ქალების მიმართ რადიკალურად წინ აღუდგა და საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. ფორუხი ისე გაიზარდა, რომ უსიტყვოდ მორჩილება ასწავლეს, თუმცა, მისი მეამბოხე ბუნება სულ ეწინაამღდეგებოდა მიღებულ ნორმებს. საბოლოოდ, ფორუხის ძალით დააქორწინება უნდათ, მაგრამ ის ბედს არ ურიგდება, გაიქცევა და მთელი თავით გადაეშვება ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობაში, რაც მას წერის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისკენ უბიძგებს.
ავტორი: კეიტ სკოტი
წყარო: https://bookriot.com/2017/12/19/feminist-books-2018/