ლგბტ თემი ბოლივუდს უპირისპირდება
24 11 2012

დელის მეხუთე ქუიარ პრაიდის მიმდინარეობისას, დედაქალაქის ლგბტ თემმა უკმაყოფილება გამთქვა იმ დაცინვის გამო, რომელსაც ის ბოლივუდის მხრიდან განიცდის. მათი აზრით ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ადვოკატი და ლგბტ აქტივისტი შაში ბჰუშანი აცხადებს, რომ ბოლივუდს შეუძლია გეები უფრო ტაქტიანად წარმოაჩინოს. ფილმებს დიდი გავლენა აქვთ მასებზე და თუკი ცნობილი სახეები დაუჭერენ მხარს ლგბტ თემს, ეს აუცილებლად გაზრდის მიმღებლობის დონეს.

რუპიკა დჰილონი, არასამთავრობო ლგბტ ორგანიზაცია SPACE–ის (Society for Peoples’ Awareness, Care & Empowerment) დირექტორი აცხადებს რომ დროა ბოლივუდმა უარი თქვას გეი პერსონაჟების გამასხრებაზე.

თუმცა შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ხსნიან, რომ მათი მიზანი დაცინვა სულაც არ არის: „ზოგჯერ სცენარს ჭირდება მსგავსი პერსონაჟები, თუმცა რა თქმა უნდა მათი უკეთ წარმოჩენაც შეიძლება“, აცხადებს რეჟისორი ანეს ბაზმეე.

წყარო:http://www.hindustantimes.com/Entertainment/Bollywood/Don-t-make-fun-of-us-LGBT-community-tells-Bollywood/Article1-963773.aspx



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია