აზერბაიჯანელი აქტივისტის ოფისი დაანგრიეს
12 08 2011

აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბაქოში აქტივისტის, ლეილა იუნუსის ოფისი დაანგრიეს. იუნუსი უკვე დიდი ხანია ქალაქში მიმდინარე იძულებითი გამოსახლებების წინააღმდეგ კამპანიას ატარებს. მისი სამუშაო ადგილის დარბევა და დანგრევა მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტის ღვაწლისა და ძალისხმევის შესახებ ანგარიში „The New York Times“-ში გამოქვეყნდა.

ფსიქოლოგ აზატ ისაზადეს ცნობით, რომელიც ხუთშაბათს საღამოს შენობაში იმყოფებოდა, შენობას დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე მოუახლოვდა ბულდოზერი, და ქალაქის სამართალდამცავებმა მას ოფისის დატოვება უბრძანეს. აზატმა სთხოვა საკმარისი დრო მიეცათ, რათა ავეჯი, კომპიუტერები და საბუთები გამოეტანა, მაგრამ მერიის წარმომადგენელმა უარი უთხრა.

შენობა იმ უბანში მდებარეობდა, რომელსაც ამჟამად ასუფთავებენ ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის (რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰან ალიევის მამა გახლავთ) პარკისა და რამდენიმე ახალი შენობის ასაშენებლად.

ლეილა იუნუსმა, რომელიც ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება, შენობის საბაზრო ფასად $625,000 დაასახელა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას გამოსახლების ცნობა არ მიუღია, ქუჩის დანარჩენი მაცხოვრებლები გაფრთხილებულ იყვნენ.

ევროკავშირის დელეგაციამ ბაქოში, პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი სწუხს ქალბატონ იუნუსის ორგანიზაციისადმი მიყენებული ზარალის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი პარტნიორია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

წყარო: http://www.nytimes.com/2011/08/13/world/asia/13azerbaijan.html



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა