საუდის არაბეთში მშვიდობიანი პროტესტი დაარბიეს
09 03 2012

ორმოცდაათზე მეტი საუდელი სტუდენტი ქალი დაშავდა, როდესაც საუდის პოლიციის თანამშრომლები თავს დაესხნენე უნივერსიტეტში გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

აბჰაში, მეფე ხალედის უნივერსიტეტში კორუფციისა და ქალებისადმი ცუდი მოპყრობის საწინააღმდეგოდ გამართული პროტესტი ოთხშაბათს დაცვის პოლიციამ ძალადობრივად დაშალა, იუწყება გაზეთი „ალ ვატანი“.

სტუდენტებმა პროტესტი სამშაბათს დაიწყეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ქვეყანასა და უნივერსიტეტში კორუპციის გასაკრიტიკებლად.

დაცვის პოლიცია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ოთხშაბათს შევიდა და აქციის მინაწილეებს ხელკეტებით, ცეცხლმაქრობებითა და ცივი წყლით გაუმკლავდა, განაცხადეს აქტივისტებმა.

აქტივისტებმა ეს თავდასხმა სოციალურ ქსელებსა და Twitter–ზე გააკრიტიკეს და საგანგებო ტაგიც შექმნეს #BlackDeath ძალადობის წინააღმდეგ. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ თავი პირველად იგრძნო ამ მეფე ხალედის უნივერსიტეტის ამაყ სტუდენტად.

წყარო:http://english.al-akhbar.com/content/50-students-hurt-attack-saudi-student-protest-report



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია