სქესის მიხედვით სეგრეგაცია ირანის უნივერსიტეტებში
18 07 2011

ირანის მთავრობის მიერ შედგენილი სქესობრივი სეგრეგაციის გეგმა, რომელსაც ყველა უნივერსიტეტი უნდა დაემორჩილოს, ალამეჰის უნივერსიტეტში დამამცირებელი საშუალებებით მოჰყავთ სისრულეში. ზემოხსენებული სეგრეგაციის გეგმის მიხედვით, გოგონები და ბიჭები სხვადასხვა დღეებში დაესწრებიან ლექციებს და პროფესორების სახელები ნაცრისფერ და შავ სიაში გადანაწილდა, რისი მეშვეობითაც მათი კონტაქტი საპირისპირო სქესის სტუდენტებთან შეიზღუდება. ზემოხსენებული სიების მიზანია მამრობითი სქესის იმ ლექტორების დამცირება, რომლებმაც უნივერსიტეტის მმართველობა გააკრიტიკეს. მათ აეკრძალათ გოგონებისაგან შემდგარ ჯგუფებში სწავლება. სქესობრივი სეგრეგაცია აქ არა სხვადასხვა სქესის სტუდენტებისთვის განკუთვნილი მერხების გაყოფის მეშვეობით ხორციელდება, არამედ სეგრეგირებული სასწავლო განრიგით. ლუწ თარიღებში ლექციები გოგონებს უტარდებათ, ხოლო კენტ დღეებში ბიჭებს. მომავალი სასწავლო წლის აკადემიური გეგმაც ამ პრინციპით იქნა შედგენილი. წყარო: Freedom and Democracy for Iran


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან