საქინეს მეორე სატელევიზიო ”ინტერვიუ”
16 09 2010

ოთხშაბათს (15 სექტემბერი) საქინე მოჰამადი აშთიანი კვლავ გამოჩნდა „სედა ვა სიმას“ 20:30 საათიან გადაცემაში ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიაზე და განაცხადა რომ იგი არ უწამებიათ, რომ მისი წინა მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემაში მისივე გადაწყვეტილება იყო და რომ ყველაფერი, რაც მან აღიარა საკუთარი თავის წინააღმდეგ, პირადად მისგან მოდიოდა.

უკვე ერთი თვეა, რაც საქინეს შვილებისა და ადვოკატის ნახვა აუკრძალეს და მისი კავშირი გარე სამყაროსთან მკაცრად შეიზღუდა. გუშინ ის კვლავ გამოაჩინეს სატელევიზიო კამერების წინ, რათა ეთქვა ის, რაც უკარნახეს. სხვაგვარად რთული ასახსნელი იქნებოდა თუ, რატომ შეიძლება პატიმარი, რომელიც სრულიად თავისუფლად ჩნდება სატელევიზიო ეკრანზე, საკუთარი თავის წინააღმდეგ აკეთებდეს განცხადებებს იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ჩაგვრაზე გამოთქვას პროტესტი.

ამ სატელევიზიო შოუებს, რომლებიც ინფორმაციის სამინისტროთი და სასამართლო უწყების აპარატებითაა მართული, ”ინტერვიუებს” უწოდებენ, თუმცა მთელი მსოფლიოსათვისაა ცხადი, რომ ეს დადგმული შოუა და რომ მსგავსი ”ინტერვიუს” უბრალოდ ჩვენებაც კი იმის ნიშანია თუ რაოდენ მოწყველადნი არიან ირანელი პატიმრები. საქინეს რომ სიტყვის თავისუფლება მაინც ჰქონოდა, მისი პირველი შეკითხვა იქნებოდა ”რატომ ამიკრძალეს საჯადის, საიდესა (საქინეს შვილები) და ჩემი ადვოკატის ნახვა? მეორე და მესამე შეკითვები იქნებოდა: ”რატომ არ თვლის ქალებს ადამიანებად თქვენი რეჟიმი?” და ”რატომ? რა ბრალდებით გამამათრახეს? რა ბრალდებით მომისაჯეს ჩაქოლვა და რატომ გავატარე 5 წელი ციხეში? რატომ გახსნეს ხელახლა ჩემი დახურული საქმე? რატომ გაჩხრიკეს ჩემი ადვოკატის სახლი და ოფისი და რატომ მოიპარეს ჩემი ფაილები? რატომ ატარებს მასმედია პროპაგანდას ჩემს საწინააღმდეგოდ?”

მთავრობა, სრული შემადგენლობით, სასამართლო უწყების, სახელმწიფო ტელევიზიისა და დიპლომატიური სისტემის ჩათვლით, მობილიზებული იქნა ერთი პატიმარი ქალის წინააღმდეგ. ის გარესამყაროს მოწყვიტეს და წაართვეს დაცვის უფლება იმისთვის, რომ მისი სიკვდილით დასჯა გაადვილდეს. ეს მიგვითითებს იმაზე, თუ როგორაა ადამიანი ირანის რესპუბლიკის ციხეში, ყოველგვარ უფლებებს მოკლებული. ეს ასევე ცხადჰყოფს რეჟიმის სასოწარკვეთას.

ჩვენ ვგმობთ საძულველ სედა ვა სიმას, ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიას და მოვითხოვთ საქინეს სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ უპირობი გათავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდეს 18 სექტემბერს საერთაშორისო პროტესტში. ერთადერთი პასუხი ირანის რესპუბლიკას, ირანშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც, არის გაძლიერებული პროტესტი.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

16 სექტემბერი, 2010

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ (http://stopstonningnow.com)

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ (http://stopstonningnow.com)

წარმომადგენელი მინა აჰადი minaahadi@aol.com 0049-177-569-2413

წყარო:

http://stopstonningnow.com/wpress/3881