სასამართლომ ვილნიუსის პრაიდის ადგილი განსაზღვრა
06 07 2013
ვილნიუსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიამ, ბალტიის პრაიდის ჩატარების უფლება უნდა გასცეს ქალაქის ცენტრალურ გედიმინასის გამზირზე.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, პრაიდის მარშრუტი სხვაგან გადაეტანა სასამართლოში ორგანიზაცია Lithuanian Gay League (LGL) გაასაჩივრა.
ქალაქის მერია აცხადებს, რომ ცენტრში მსვლელობის აკრძალვა იმის გამო მოხდა, რომ „დიდი ალბათობა იყო ისეთი ინციდენტების, რომლებიც საჯარო სიმშვიდეს, მორალსა და საჯარა უსაფრთხოებას დააყენებდა რისკის ქვეშ, მიუხედავად პოლიციის დიდი რიცხვებისა.“
ამ მომენტისათვის LGL–მასაქმე მოიგო და სასამართლომ დაადგინა, რომ ვილნიუსის მერიას არ შეუძლია შეცვალოს მსვლელობის მარშრუტი.
ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ მსვლელობას, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბევრ დასავლურ ქვეყანაში, შეუძლია საზოგადოების ყურადღების მიქცევა სექსუალური უმცირესობების მიერ განცდილი დისკრიმინაციისკენ და ასევე მნიშვნელოვანია თანასწორუფლებიანობის იდეის გავრცელებისათვის. ამავე დროს, ზოგიერთი ლიტველი კრიტიკოსი, საუბრობს იმაზე, რომ ეს მსვლელობა „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ ემსახურება.
ბალტიის პრაიდი (მსვლელობა თანასწორობისთვის) წელს 27 ივლისს ჩატარდება.
წყარო
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"