სასამართლომ ვილნიუსის პრაიდის ადგილი განსაზღვრა
06 07 2013

ვილნიუსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიამ, ბალტიის პრაიდის ჩატარების უფლება უნდა გასცეს ქალაქის ცენტრალურ გედიმინასის გამზირზე. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, პრაიდის მარშრუტი სხვაგან გადაეტანა სასამართლოში ორგანიზაცია Lithuanian Gay League (LGL) გაასაჩივრა. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ცენტრში მსვლელობის აკრძალვა იმის გამო მოხდა, რომ „დიდი ალბათობა იყო ისეთი ინციდენტების, რომლებიც საჯარო სიმშვიდეს, მორალსა და საჯარა უსაფრთხოებას დააყენებდა რისკის ქვეშ, მიუხედავად პოლიციის დიდი რიცხვებისა.“ ამ მომენტისათვის LGL–მასაქმე მოიგო და სასამართლომ დაადგინა, რომ ვილნიუსის მერიას არ შეუძლია შეცვალოს მსვლელობის მარშრუტი. ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ მსვლელობას, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბევრ დასავლურ ქვეყანაში, შეუძლია საზოგადოების ყურადღების მიქცევა სექსუალური უმცირესობების მიერ განცდილი დისკრიმინაციისკენ და ასევე მნიშვნელოვანია თანასწორუფლებიანობის იდეის გავრცელებისათვის. ამავე დროს, ზოგიერთი ლიტველი კრიტიკოსი, საუბრობს იმაზე, რომ ეს მსვლელობა „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ ემსახურება. ბალტიის პრაიდი (მსვლელობა თანასწორობისთვის) წელს 27 ივლისს ჩატარდება. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა