სასამართლომ ‘ფუსი რაიოტი’ ხულიგნობაში დამნაშავედ სცნო
18 08 2012

რუსული პანკ ჯგუფის, ‘ფუსი რაიოტის’ სამი წევრი ხულიგანიზმში სცნეს დამნაშავეთ, მას შემდეგ, რაც ისინი მოსკოვის კათედრალურ ტაძარში გამოვიდნენ საპროტესტო სიმღერით.

მოსამართლე მარინა სიროვამ განაცხადა, რომ მათი ქმედების მოტივაცია რელიგიური სიძულვილი იყო და რომ მათ ”საფრთხე შეუქმნეს საზოგადოებრივ წესრიგს.”

ჯგუფის წევრების განცხადებით მათი ”პანკური ლოცვა” პოლიტიკური პროტესტი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის მხრიდან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის წინააღმდეგ.

პროკურორი სამი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-europe-19297373



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"