ირანული ლესბოსური ფილმი ”გარემოება”
08 08 2011

ირანული წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა და რეჟისორმა მარიამ ქეშავარზმა შექმნა მშვენიერი სპარსულენოვანი ფილმი, რომელიც იმდენადვე ირანულია, რამდენადაც ამერიკული.

”გარემოება” იმდენად კარგად ავლებს პარალელს ირანულ და ამერიკულ ახალგაზრდულ კულტურებს შორის, რომ როდესაც ფილმში იატაკქვეშა კლუბებსა და წვეულებებს ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი დღევანდელ თეირანში ხდებოდეს. თუმცა, გარკვეული შეზღუდვების გამო ასეცაა - ”გარემოება” ლიბანში იქნა გადაღებული და აქაც გადაღების პროცესი საიდუმლოებით იყო მოცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმი, სადაც ათეფესა (ნიკოლ ბუშერი) და შირინს (სარა ქაზემი) შორის აღმოცენებული ერთსქესიანი სიყვარულის ასახვა ხდება, უბრალოდ ვერ გადარჩებოდა.

ფილმი ნამდვილად დასავლური მაყურებლისთვისაა შექმნილი, თუმცა რეჟისორის გამოწვევა სწორედ დასავლელი მაყურებლისადმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს საერთო თანხმობას მივიღოთ ახლო აღმოსავლეთი და ისლამური კულტურა, როგორც სრულიად მჩაგვრელი და ტირანული. რეჟისორი გვიჩვენებს, რომ ირანს ბევრი სახე აქვს და როგორ შეიძლება ათაფესა და შირინის მსგავსი ურთიერთობა იქაც გადარჩეს.

წყარო: http://thirdcoastdigest.com/2011/08/lgbt-film-fest-sneak-peek-circumstance/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"