გაეროს მშვიდობისმყოფელები საკვებს სექსში ცვლიდნენ
06 09 2011
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დიპლომატიური დეპეშა ცხადჰყოფს, რომ კოტ დიუვარის სანაპიროზე განლაგებული გაეროს მშვიდობისმყოფელები დასავლეთ აფრიკის ამ ღარიბ ქვეყანაში არასრულწლოვან გოგონებს საკვებს სექსსში უცვლიდნენ.
2010 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაწერილი დეპეშა უმეტესწილად ქალაქ ტულეპლეუში განთავსებული ბენინელი მშვიდობისმყოფელების საქციელს ეხება.
დეპეშის მიხედვით, 2009 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოააშკარავა, რომ ქალაქში მცხოვრები ყოველი ათი გოგოდან რვას ჰქონდა ბენინელ ჯარისკაცებთან სექსუალურ კავშირში საკვების ან საცხოვრებლის სანაცვლოდ.
მას შემდეგ, რაც გაეროს პრესმდივან მაიკლ ბონარდიეს ზემოხსენებული დეპეშის თაობაზე პასუხი სთხოვეს, მან დაადასტურა, რომ 16 აპრილს მშვიდობისმყოფელები ბენინში დააბრუნეს და მომავალი ერთწლიანი გამოძიების მანძილზე მათ გაეროში მსახური ეკრძალებათ.
წყარო: http://ginsc.net/main.php?option=view_article&mode=0&article=18714&lang=en
ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება