ესტონეთის პარლამენტმა თანაცხოვრების შესახებ კანონი მიიღო
10 10 2014
პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, „თანაცხოვრების აქტი“ ძალაში 2016 წელს შევა და ერთად მცხოვრებ წყვილებს, მიუხედავად პარტნიორების გენდერისა, მათი ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირებისა და ქორწინებით გათვალისწინებული ფინანსური ბენეფიტების მიღების საშუალებას მისცემს. კანონის საბოლოო ვერსია ბავშვის შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს ერთად მცხოვრებ, დაუქორწინებელ წყვილებს.
ამ კანონს გავლენა არ მოუხდენია ქორწინების არსებულ განსაზღვრებაზე, რომლითაც ქორწინება ქალსა და კაცს შორის არსებულ კავშირად განისაზღვრება.
კანონის მიღებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, პეტიციები და კამპანიები სოციალური მედიის გამოყენებით. ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კრისტენ მიქალმა განაცხადა, რომ ამ აქტის მიღებამ ესტონელების გონება-გაუხსნელობის შესახებ მითი გააქარწყლა.
მემარჯვენე კონსერვატიული ფრაქციის წარმომადგენელმა კაია ივამ კანონის ინიციატორებს არაკეთილსინდისიერებაში დასდო ბრალი და განაცხადა რომ, მესამე მოსმენის დროს კანონპროექტის ვერსია შეიცავდა ფრაზას, რომელიც შვილად აყვანის შესაძლებლობას უშვებს, რაც მისი თქმით თავდაპირველ ვერსიაში არ ყოფილა.
წყარო
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან