“ჰომოსექსუალობის აღმოფხვრის დღე”
03 11 2009

როგორც The Jamaica Star იტყობინება, კუნძულ იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის აღმოსავლეთში მდებარე “მაკგრეგორის ველდაბლობის” მცხოვრებლებმა პარასკევს, 30 ოქტომბერს “ჰომოსექსუალობის აღმოფხვრის დღე” გამოაცხადეს. მოსახლეების თქმით, “რადგანაც ყველა გეისა და ლესბოსელისათვის ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით მიცემული ორ-კვირიანი გაფრთხილების ვადა ამოიწურა”, ახლა ისინი აპირებენ “შესაბამისი ზომების” მიღებას. (!)

იმავე წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, “გაბრაზებულმა” რეზიდენტებმა განაცხადეს, რომ “ყელში ამოუვიდათ მათ დასახლებაში რამდენიმე ჰომოსექსუალის ქცევების ყურება და ყველა გეის უბრძანეს, რომ 30 ოქტომბრისათვის დაეტოვებინათ ტერიტორია, ან ეწვნიათ მოსალოდნელი შედეგები.” (!)

ზოგიერთმა მოსახლემ, რომელიც The Jamaica Star-ს გამოუტყდა, რომ “გეებისაგან გამწმენდი სქემის” მონაწილეა, “განმარტა”, რომ “ეს ყოველივე მათი ოჯახებისა და მთლიანად დასახლების დასაცავად კეთდება.”

როგორც აღმოჩნდა, “მაკგრეგორის ველდაბლობის” მაცხოვრებლების “მთავარ პრობლემას” მათი თქმით, “ლესბოსელების გახშირებული სეირნობა წარმოადგენს, რომლებიც კოცნიან, ეხუტებიან და ეხებიან კიდეც ერთმანეთს.” (!)

www.jamaica-star.com-ის კომენტარით, მოსახლეების აღშფოთება ძირითადად სწორედ ზემოაღნიშნული ლესბოსელებისკენაა მიმართული, თუმცა დასახლების დატოვება ეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ჰომოსექსუალ მამაკაცსაც.

ველდაბლობის მკვიდრებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი დასახლება არ გახდება “გეებისგან თავისუფალი” და რომ, არ ეშინიათ მიმართონ თუნდაც უკიდურეს ზომებსაც კი, თუმცაღა, თუ რა კონკრეტულ ზომებზე შეიძლება იყოს საუბარი, არ დაუკონკრეტებიათ.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის