ობამა ერთსქესიან ქორწინებას ეწინააღმდეგება
06 08 2010

პრეზიდენტი ობამა ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებას, მიუხედავად ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებისა ამგვარი ქორწინების აკრძალვა გააუქმოს.

დევიდ აქსელროდმა, უფროსმა მრჩეველმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს გეი და ლესბოსელი წყვილების თანასწორობას, მაგრამ პირდაპირ არ შეხებია ობამას პოზიციას ოთხშაბათს გამართულ სასამართლო პროცესთან მიმართებაში, სადაც კალიფორნიის მერვე საკანონმდებლო შესწორება უკუგდებულ იქნა, როგორც არაკონსტიტუციური. კენჭისყრისთვის გამზადებული ეს წინადადება კალიფორნიის შტატში ერთსქესიან ქორწინებას კრძალავდა.

”პრეზიდენტი შეეწინააღმდეგა მერვე საკანონმდებლო წინადადებას - რადგან მისი აზრით ის დისკრიმინაციულია” თქვა აქსელროდმა და დასძინა, რომ ობამას აზრით ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები თითოეული შტატის პირადი საქმეა.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება