მონღოლეთში ლგბტ ადამიანების მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს
15 12 2010

მონღოლეთის ოფიციალურმა პირებმა პირველად განიხილეს ლგბტ საკითხები ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ქვეყნის პირველი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR). 2 ნოემბრის შეხვედრაზე, შვიდმა წევრმა ქვეყანამ შესთავაზა მონღოლეთს რეკომენდაციები ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მისაღებად, რაც ხელს შეუწყობდა სექსუალურ უმცირესობათა იურიდიულ დაცვას.

მონღოლეთში პირველი ლგბტ ადამიანების უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაცია 2009 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლის შედეგად და მონღოლეთის ადამიანის უფლებათა საკითხში პრეზიდენტის მრჩეველის, ოიუნგერელ ცედევდამბას, პირდაპირი ჩარევით.

ლგბტ ცენტრმა, ცოტა ხნის წინ წამოიწყო პროექტი ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისათვის, და თავისი კამპანიით მოუწოდა დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ. ამ ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს სახელმძღვანელოს ტიპის მცირე გამოცემა, სადაც ნეიტრალური ტერმინოლოგიით არის ახსნილი ლგბტ საკითხები. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა მედიის წარმომადგენლებმა მოისურვეს ამ ტერმინოლოგიის ათვისება.

წყარო: http://www.eurasianet.org/node/62573



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის