წერილი #6
29 09 2015
რას ვეტყოდი საზოგადოებას..?! მინდა გითხრათ, რომ …… დიახ, მე განსხვავებული ვარ. არა არაა, იმას არ ვამბობ, რომ ჩემი გრძნობების გამო მივიჩნევ თავს განსხვავებულად. განსხვავებას მე თქვენსა და ჩემს შორის ვარქმევ ჩვენს აზროვნებას. დიახ, ჩვენ აზროვნებით განვსხვავდებით. თქვენ გავხართ დაპროგრამებულ ზომბებს, ხომ, ზომბებს, რომლებსაც აპროგრამებენ და მართავენ. თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი აზრი, ხართ ბრბო, რომელიც აზროვნებს ვიღაცის ობმოკიდებული აზროვნებით. მე რა თქმა უნდა აზრადაც არ გამივლია თქვენი შეურაცხყოფა. უბრალოდ, ვიღაცამ ხომ უნდა გითხრათ სიმართლე. არა, არ იფიქროთ, რომ ჭეშმარიტების მღაღადებლად წარმოგიდგენთ თავს, უბრალოდ, სიმართლის თქმა მსურს. თქვენ აიძულებთ ჩემს და ჩემნაირი ხალხის მშობლებს, იაზროვნონ ისე, როგორც თქვენ და თქვან უარი თავიანთ ნაწილებზე. სულ ცოტანი არიან ისინი, რომელთაც არ აინტერესებთ თქვენი აზრი, აზრები, რომლებიც სინამდვილეში თქვენი არც არის. რეალურად არცერთი არ დაფიქრებულხართ, რატომ მოდის თქვენგან აგრესია, ან რატომ ეწინააღმდეგებით ასე. იმიტომ, რომ ეგ უმრავლესობის, ანუ თქვენი აგრესია და წინააღმდეგობა არცაა, თქვენ ხომ უბრალოდ, გმართავენ. იქნებ ერთხელ მაინც, კარგად დაფიქრდეთ, თქვენთვის რა პრობლემას წარმოადგენს “განსხვავებული” ადამიანების არსებობს ??!! მე იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ ფიქრი შეგიძლიათ და იმის იმედიც მაქვს, რომ დამოუკიდებლად აზროვნებაც შეგიძლიათ. მე მსურს თავისუფლად ცხოვრება. მინდა შევიგრძნო თავისუფლება და თქვენც გირჩევთ დაფიქრდეთ თქვენს სურვილებზე და “მინდაზე”. მე არ ვავლენ აგრესიას თქვენ მიმართ, არც მჭირდება და არც სურვილი მაქვს აგრესიის გამოვლენის, უბრალოდ, როგორც ავღნიშნე, სიმართლის თქმა მსურდა, სიმართლე კი ზოგჯეთ აგრესიაშიც ერევათ ან უბრალოდ, სურთ, რომ აერიოთ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად შეგწევთ უნარი განასხვავოთ ეს ორი რამ. მადლობთ მოსმენისთვის. .. რას ვეტყოდი მშობლებს..??!! ვნერვიულობ.. არ ვიცი როგორ დავიწყო.. ტექსტი წინასწარ ბევრჯერ მოვიფიქრე სანამ გეტყოდით, მაგრამ ეხლა ყველაფერი ამოფრინდა თავიდან. მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რადგან ვიცი, ეს ერთი სიტყვა თქვენთვის გაუგებარი, შიშის მომგვრელი და შეიძლება აგრესიის მიზეზის გახდეს. დაუშვებლადაც მიმაჩნია ერთი სიტყვით შემოვიფარგლო. მე თვქენ მიყვარხართ. ვიცი, თქვენც გიყვარვართ. ისიც ვიცი, ყოველთვის გეყვარებით, რაც არ უნდა მოხდეს. ვიცი, ამის შემდეგ ჩემი საყვარელი დაიკო მეტყვის, რომ ფსიქოლოგი დამეხმარება. მაგრამ სისულელეა. მე ფსიქოლოგის დახმარება არ მჭირდება, მე თქვენი დახმარება მჭირდება. მაგრამ სხვაგვარი, მე თქვენი გვერდით დგომა და სიყვარული მჭირდება ყოველთვის, ყველგან. არ მინდა დიდი ტექსტებით შეგაშინოთ და ბოლოს და ბოლოს ვიტყვი. დედა, მამა, დაიკო, მე განსხვავებული ორიენტაციის ვარ.. უბედური ვარ, რომ ამით ალბათ დაგკარგავთ და ბედნიერი იმით, რომ ვთქვი სიმართლე და ამის შემდეგ დამშვიდებული სინდისით ვიცხოვრებ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. ალბათ, დროა ბარგი შევკრა.. “მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც”..!! (ჩარლი ჩაპლინი)


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია