ჯოდი ფოსტერმა ქამინაუთი გააკეთა
15 01 2013

50 წლის მსახიობმა, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ჰოლივუდის დანარჩენ მსახიობებზე უფრო საიდუმლოდ ინახავდა, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ლესბოსური ორიენტაციის გაცხადება გადაწყვიტა, როდესაც გასულ კვირას Golden Globes დაჯილდოვების ცერემონიაზე მას სესილ დემილის ჯილდო მიანიჭეს მიღწევებისთვის. „უცებ მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვა საჯაროდ, და ცოტა ვღელავ ... შეიძლება ისე არა, როგორც ჩემი მენეჯერი,“ თქვა ფოსტერმა, „ამიტომ ამას უბრალოდ ვიტყვი ხმამაღლა და ამაყად. თქვენი მხარდაჭერა მჭირდეა. მე ვარ ... მარტო.“ განაცხადა მან რითაც სიცილი და აპლოდისმენტები გამოიწვია. თუმცა მალე სერიოზული ტონი დაიჭირა და სათქმელი გააგრძელა ისე, რომ სხვა მსახიობები, როგორიცაა ენ ჰეთევეი აატირა კიდეც. წყარო: http://www.nydailynews.com/entertainment/tv-movies/jodie-foster-globes-article-1.1239507


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია