სტამბოლში ყოველწლიური ტრანს პრაიდი ჩატარდა
25 06 2014
22 ივნისს, ლგბტ პრაიდამდე ერთი კვირით ადრე, სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ასობით დემონსტრანტმა და ლგბტ აქტივისტმა მოიყარა თავი მეხუთე ყოველწლიური ტრანს პრაიდისთვის. მსვლელობა საფრანგეთის საელჩოს წინ დაიწყო, ვინაიდან მსვლელობის ტაქსიმის მოედნიდან დაწყების უფლება პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეებს არ მისცა. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ კორუმპირებულ რეჟიმს. ჩვენ დავიცავთ გეი პრაიდს ქუჩებში, პარკებსა და ციხეებში“ განაცხადეს პრაიდის მონაწილეებმა მათ მიერ გაცემულ პრეს რელიზში. მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ჰომოსექსუალი პირების დასაქმების წესების გაუმჯობესებას, კანონმდებლობაში პროსტიტუციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ არსებული რეგულაციების ცვლილებას. განცხადებაში ასევე მოთხოვნილია სექს მუშაკების ოფიციალური ბიზნესის წარმომადგენლებად აღიარება და მათთვის გარანტირებული შრომითი უფლებების დაცვა. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა