ისლამური რეჟიმი ორი ჰომოსექსუალი მამაკაცის ჩაქოლვას აპირებს
16 01 2011

ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით 20 და 21 წლის აიუბსა და მოსლეჰს, ქორდესტანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ფირანშაჰრში ჩაქოლვა ემუქრება. ისინი ამჟამად ორუმიეში პატიმრობაში იმყოფებიან. წყვილს ჰომოსექსუალური ურთიერთობები ედება ბრალად, ისევე, როგორც ამ ურთიერთობების ფირზე აღბეჭდვა. გარდა ამისა, მათ მობილურ ტელეფონში შექმნილ ვიდეო კლიპში გამოიყენეს აჰმადინეჟადის სურათები. ტელეფონებში ვირის ტანზე გადაკრული ხამეინის თავის ფოტოებიც აღმოჩნდა.

ზემოთხსენებული კლიპი ფირანშაჰრში მყოფი რეჟიმის აგენტების ხელში ჩავარდა, რომლებმაც დაუყოვნებლივ მოითხოვეს წყვილის სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით, რათა კიდევ უფრო დაეშინებინათ ირანელები. ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდების სიკვდილით დასჯა 2011 წლის 21 იანვარს იგეგმება.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ მოგვიწოდებს დაუყოვნებლივ შევეწინააღმდეგოთ და პროტესტი გამოვუცხადოთ ისლამური რეჟიმის შუასაუკუნოვან და სასტიკ განაჩენს ამ ორი ახალგაზრდა მამაკაცისადმი.

ჩვენ განსაკუთრებით გვინდა ვთხოვოთ ფირანშაჰრის მოსახლეობას მეტი ინფორმაცია შეგვატყობინოს ამ საქმესთან დაკავშირებით და არ დაუშვას ამ არაადამიანური ქმედების განხორციელება. ჩვენ მოვუწოდებთ ფირანშარის ახალგაზრდებს აიუბსა და მოსლეჰს დაეხმარონ და არ დაუშვან ეს ტრაგედია საკუთარ ქალაქში. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ერთად გამოვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ისლამურ რეჟიმს ირანის ახალგაზრდობა ამოხოცოს.

ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხეში გაავრცელონ ინფორმაცია აიუბისა და მოსლეჰის წინააღმდეგ მიმართული არაადამიანური და შუასაუკუნოვანი ქმედების შესახებ.

საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ წარმართული საერთაშორისო კამპანიის შემდეგ, რომელმაც დაასუსტა ისლამური რეჟიმი და გააერთიანა მსოფლიო ამ მკვლელების წინააღმდეგ, რეჟიმს სურს გვაჩვენოს რომ იგი არ მოეშვება ჩაქოლვასა და სხვა გადაგვარებული არაადამიანური ტაქტიკის გამოყენებას.

ჩვენ უნდა დავდგეთ ფირანშაჰრში ჩაქოლვის წინააღმდეგ.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ

წყარო: http://stopstonningnow.com/wpress/4323



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის