ბარაკ ობამა ლგბტ აქტივისტებს აჯილდოვებს
31 07 2009

www.gaypolitics.com-ის ინფორმაციით, სამოქალაქო და ლგბტ უფლებების ცნობილი აქტივისტი, ამერიკის ერთ-ერთი პირველი ღია ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი, ქალაქ სან-ფრანცისკოს სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრი ჰარვი მილქი, რომელიც ოსკაროსან ფილმ “მილქის” (Milk) შთაგონების წყაროდ იქცა, სიკვდილის შემდგომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი, "თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით" დაჯილდოვდება.

.

მილქთან ერთად, “თავისუფლების” მედლები გადაეცემათ ღია ლესბოსელ, გამოჩენილ ჩოგბურთელ ბილი ჯან ქინგსა და გეი უფლებების დიდი ხნის დამცველს, მასაჩუსეტსის სენატორ ედვარდ მურ კენედისაც. დაჯილდოვების ცერემონიალი “თეთრ სახლში” 12 აგვისტოს გაიმართება.

როგორც “გეებისა და ლესბოსელთა გამარჯვების ფონდის” (Gay & Lesbian Victory Fund) ვებ-გვერდი - www.victoryfund.org იუწყება, ჰარვი მილქის ჯილდოს მისი ძმისშვილი, სტიუარტ მილქი მიიღებს. მან ფონდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “პრეზიდენტის დღევანდელი ქმედება ჩვენს გულებს აღელვებს. ჩემი ბიძა ძალზე იამაყებდა ამ მაღალი ჯილდოთი. მისი (ობამას) არჩევა მისთვის იყო დასაწყისი - ნამდვილი ცვლილების განხორციელების შანსი. ეს ცვლილება ხორციელდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიაროთ წინ. იმედი მაქვს, ეს აღიარება ლგბტ ამერიკელებს ყველგან შთააგონებს, ყურად იღონ ჰარვის მოწოდება - კენჭი იყარონ თანამდებობებზე, ღიად იმსახურონ, ამაყად და უტყუარად იცხოვრონ, და მოითხოვონ თანასწორობა, რასაც ყველა ჩვენთაგანი იმსახურებს."

“თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი” არის ჯილდო, რომელიც ტრადიციულად შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და/ან ნაციონალური ინტერესების სამსახურში, მსოფლიო მშვიდობის განვითარებასა და კულტურულ ან სხვა ღირსშესანიშნავ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული საზოგადოებრივი და/ან კერძო წვლილისთვის გადაეცემათ.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"