განსხვავებულობის მსვლელობის ორგანიზატორები დამრბევების დასჯას მოითხოვენ
22 05 2012

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ”საჯარო ცოდნისა და ინფორმაციის საჭიროება” და ”ქალთა რესურს ცენტრი”, ორშაბათს გამოაქვეყნეს განსცხადება, რომელშიც პოლიციას სთხოვენ გამოძიოს მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტი, და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავეები.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ”განსხვავებულობის მსვლელობა” მიზნად ისახავდა სომხეთში არსებული კულტურული, ეთნიკური, რელიგიური და ბუნებრივი მრავალფეროვნებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას, თუმცა ზოგიერთმა ექსტრემისტმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მსვლელობა რეალურად გეი პრაიდი იყო. ამ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, ექსტრემისტები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხდარი მოვლენები კანონით უნდა დაისაჯოს. ჩვენ მოვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოიძიონ დამნაშავე პირები და დასაჯონ ისინი,” ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: http://news.am/eng/news/106366.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება