განსხვავებულობის მსვლელობის ორგანიზატორები დამრბევების დასჯას მოითხოვენ
22 05 2012

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ”განსხვავებულობის მსვლელობა” მიზნად ისახავდა სომხეთში არსებული კულტურული, ეთნიკური, რელიგიური და ბუნებრივი მრავალფეროვნებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას, თუმცა ზოგიერთმა ექსტრემისტმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მსვლელობა რეალურად გეი პრაიდი იყო. ამ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, ექსტრემისტები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხდარი მოვლენები კანონით უნდა დაისაჯოს. ჩვენ მოვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოიძიონ დამნაშავე პირები და დასაჯონ ისინი,” ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო

გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის

ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება







