ვიეტნამის პირველი ლგბტ პრაიდი
06 08 2012

გასულ კვირას ცისარტყელა დროშებით აჭრელებულმა ჰანოიმ ვიეტნამის პირველ გეი პრაიდს უმასპინძლა.

პრაიდმა, რომელსაც ორგანიზება გაუწია ქალაქის მცირე, მაგრამ მზარდმა ლგბტ თემმა, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. პოლიციას არ უცდია დაახლოებით ასი მონაწილისაგან შემდგარი ფერადოვანი პროცესიის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ღონისძიების ჩატარების ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ.

ღონისძიება ივლისში ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოულოდნელ განცხადებას მოყვა იმის თაობაზე, რომ იგეგმება ვიეტნამის კანონის შესწორება ერთსქესიანი წყვილების მოსაცავად. კანონის მიზანია ერთსქესიან წყვილებს შორის დავების დარეგულირება და ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა საკუთრების ფლობა, მემკვიდრეობა და ბავშვებზე მეურვეობა. იუსტიციის სამინისტრო საჯარო აზრს გაითვალისწინებს, კონსულტაციებს გაივლის სახელმწიფო უწყებებთან, სანამ განცხადებას შეიტანს ეროვნულ ასამბლეაში მომავალ მაისში.

კანონის მიღების შემთხვევაში სოციალისტური ვიეტნამი პირველი აზიური ქვეყანა იქნება, რომელიც ერთსქესიან ქორწინებას აღიარებს.

წყარო: http://www.rt.com/news/vietnam-gay-parade-marriage-law-904/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება