ჰონდურასს მოუწოდეს ტრანსგენდერი ქალების მკვლელობების გამოძიებისკენ
02 02 2011

“Human Rights Watch”-ის “ზეწოლის ჯგუფმა” ჰონდურასის მთავრობას მოუწოდა ბოლო ორი თვის მანძილზე მომხდარი ექვსი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის გამოძიებისკენ.

“Human Rights Watch”-ის განცხადებით, მთავრობამ დაგმო მკვლელობები, მაგრამ ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმების წინააღმდეგ ზომების მიღებას ვერ ახერხებს.

მკვლელობათა რიცხვის მიხედვით, ჰონდურასი პირველი ქვეყანაა ცენტრალურ ამერიკაში და ათჯერ აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს.

ლესბოსური კამპანიის ჯგუფის – „Red Lesbica“-ს ხელმძღვანელი, ინდირა მენდოზა აცხადებს, რომ ტრანსგენდერი ქალების მკვლელობამ ჰონდურასის მთელი ლესბოსური, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი თემი შეძრა.

”ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება და აღმკვეთი პროგრამები, რათა ჰონდურასში დისკრიმინაციას ბოლო მოვუღოთ, რადგან ამჟამად ცხოვრებას სამალავში ვატარებთ,” – დასძინა მან.

„Human Rights Watch“-ის მონაცემებით, ბოლო ორი თვის მანძილზე მოკლული ექვსი ტრანსგენდერი ქალის სხეულზე აღინიშნება წამების ნიშნები.

ზეწოლის ჯგუფი აცხადებს, რომ 2009 წლის მაისიდან, ჰონდურასში ლგბტ თემის 34 წევრი იქნა მოკლული.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-latin-america-12331155



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის