მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ
18 05 2016

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA), რომელიც მრავალი ქვეყნიდან აერთიანებს დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს, გენდერულ იდენტობასთან, ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასა და ქცევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ხაზგასმით ადასტურებს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით.

"ბოლო დროს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლემიკა ააშკარავებს საჭიროებას, მოხდეს ჰომოსექსუალურ ორიენტაციასთან, მიმზიდველობასთან და ქცევასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება და გარკვევა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA), სექსუალურ ორიენტაციას განიხილავს, როგორც თანდაყოლილს და განპირობებულს ბიოლოგიოური, ფსიქოლოგიური, განვითარების პროცესებთან დაკავშირებული და სოციალური ფაქტორებით.

დაახლოებით 50 წლის წინ კინსი ეტ ალმა (1948) მოახდინა ადამიანთა სექსუალური ქმედებების მრვალფეროვნების დოკუმენტალიზაცია. იმ დროისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 10%-ში  გამოვლინდა ჰომოსექსუალური ქცევა. მომდევნო დემოგრაფიული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ პოპულაციის დაახლოებით 4% იდენტიფიცირებას ახდენს ჰომოსექსუალურ სექსუალურ ორიენტაციასთან (გეი, ლესბოსელი და ბისექსუალ ორიენტაციასთან). 0.5 % იდენტიფიცირდება დაბადებისას მინიჭებულ გენდერისგან განსხვავებულ გენდერულ იდენტობასთან (მაგ.: ტრანსგენდერი) (Gates 2011.).

გლობალურად, ეს მაჩვენებელი 250 მილიონ ადამიანზე მეტის ეკვივალენტურია. ფსიქიატრებს აკისრიათ სოციალური ვალდებულება, იზრუნონ სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორობის ჩათვლით.

მიუხედავად სტიგმებითა და დისკიმინაცცით სავსე წარსულისა, ათწლეულებია რაც თანამედროვე მედიცინამ უარყო ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ქცევის პათოლოგიზება (APA 1980). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჰომოსექსუალობას განიხილავს, როგორც ადამიანური სექსუალობის ნორმალურ ფორმას (WHO 1992). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების საბჭოსთვის (2012) მნიშვნელოვანი და აქტუალურია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები. ორ მთავარ დიაგნოსტირებისა და კლასიფიკაციის სისტემაში (ICD-10 და DSM-5) ჰომოსექსუალური ორიენტაცია, მიმზიდველობა, ქცევა და გენდერული იდენტობა არ განიხილება როგორც პათოლოგია (WHO 1993, APA 2013).

მნიშვნელოვანი კვლევითი მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ სექსუალური ქცევა და სექსუალური ფლუიდურობა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე (Ventriglio et al 2016).

მეტიც, ლგბტი ადამიანებში მოსალოდნელზე მეტი პროცენტულობით ვლინდება ფსიქიკური აშლილობები (Levounis et al 2012, Kalra et al 2015) და იმ დროიდან, როდესაც მათი უფლებები და თანასწორობა აღიარებული ხდება, ეს პროცენტული მაჩვენებელი იწყებს კლებას (Gonzales 2014, Hatzenbuehler et al 2009, 2012, Padula et al 2015).

მრავალფეროვანი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს შესაძლებელია ჰქონდეთ საფუძველი თერაპიული მომსახურების საჭიროებისა, იმისათვის რომ მოხდეს მათი დახმარება იცხოვრონ უფრო კომფორტულად, შეამცირონ დისტრესი, გაუმკლავდნენ სტრუქტურულ დისკიმინაციას და ჩამოუყალიბდეთ უფრო მეტი მიმღებლობა თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ. ეს მიემართება ნებისმიერ ინდივიდს, ვინც განიცდის იდენტობასთან დაკავშირებულ დისტრესს, ჰეტეროსექსუალი ადამიანების ჩათვლით.

WPA მხარს უჭრერს სიმპტომებზე დაფუძნებულ პრაქტიკას (EBP). არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება შეიცვალოს. მეტიც, ჰომოსექსუალობის, ეგრეთ წოდებული, მკურნალობა ქმნის გარემოს, სადაც ცრურწმენები და დისკრიმინაცია ღვივდება; გარემოს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა იყოს საფრთხის მომცველი და საზიანო (Rao and Jacob 2012).. ნებისმიერი ტიპის ხელშეწყობა, „განიკურნოს“ ისეთი რამ, რაც არ არის აშლილობა, აბსოლუტურად არაეთიკურია.

სამოქმედო გეგმა:

1. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) მიიჩნევს, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან და, შესაბამისად, აღიარებულნი უნდა იყვნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად, რომლებსაც ექნებათ ზუსტად ისეთივე უფლებები და პასუხისმგებლობა, რაც დანარჩენ მოქალაქეებს.

2.WPA აღიარებს ჰომოსექსუალური გამოხატულებების უნივერსალურობას სხვადასხვა კულტურებში. ასოციაციის პოზიციით, ჰომოსექსუალობა არ წარმოადგენს ობიექტურ ფსიქოლოგიურ დისფუნქციას ან დარღვევას საღი აზრის, სტაბილურობის ან პროფესიული უნარების თვალსაზრისით.

3. WPA ჰომოსექსუალურ ორიენტაციას, მიმზიდველობას, და ქცევას განიხილავს, როგორც ადამიანური სექსუალობის ნორმალურ ფორმას. ასოციაცია აღიარებს ადამიანური სექსუალობის, ორიენტაციის, ქცევის და ცხოვრების სტილის მულტიფაქტორულ კაუზალობას. WPA აღიარებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ცვლილებაზე ორიენტიტებული „თერაპია“ საზიანო და არასახარბიელო შედეგების მომტანია.

4. WPA ადასტურებს, რომ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით.

5. WPA ხედავს საჭიროებას, მოხდეს ტრანსგენდერ გენდერული იდენტობის და ჰომოსექსუალური ორიენტაციის და ქცევის დეკრიმინალიზება; მოდხეს ლგბტი უფლებების ჩართვა ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებში. ასოციაცია მხარს უჭერს ანტი-ბულინგის კანონმდებლობაში შეტანას; ანტიდისკიმინაციული სტუდენტური, შრომითი და საცხოვრებელი უფლებების ამოქმედებას; ემიგრაციის თანასწორობას; თანაბარ უფლებებს  სრულწლოვანებასთან და საქორწინო ასაკთან მიმართებაში; ლგბტი ადამიანების მიმართ პრეჯუდისულად მოტივირებულ ძალადობასთან მიმართებაში გაძლიერებული სისხლის სამართლებრივი სანქციების არსებობას.

6) WPA ხაზს უსვამს კვლევისა და სიმპტომებზე დაფუძნებული სამედიცინო და სოციალურ ინტერვენციების საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას", - ნათქვამია მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი