ერთსქესიანი ქორწინება ინგლისში
18 03 2012

ქორწინებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემოთავაზებული რეფორმა გუშინ საჯარო კონსულტაციაზე იქნა გამოტანილი. ზემოხსენებული რეფორმა გეი და ლესბოსელ წყვილებს სამოქალაქო ქორწინების შესაძლებლობას მისცემს და არ იქონიებს გავლენას რელიგიურ ქორწინებაზე ისევე, როგორც არ გახდის შესაძლებელს ჰეტეროსექსუალი წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლას. რეფომრას ძალა ინგლისსა და უელსში ექნება, მაგრამ არა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ამასთან ერთად, იმ ერთსქესიან წყვილებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან სამოქალაქო პარტნიორობაში, შეეძლებათ „გადაერთონ“ სამოქალაქო ქორწინების სტატუსზე.

კანონპროექტის განხილვაზე, თანასწორობის მინისტრმა ლინ ფეზერსტოუნმა, ქორწინება აღწერა, როგორც სიყვარულის ზეიმი, რომელიც ყველასათვის მისაწვდომი უნდა იყოს.

ფეზერსტოუნმა დააზუსტა, რომ საჯარო კონსულტაცია შესაძლებელს გახდის კანონმდებლობაში ყველა საჭირო ცვლილებას 2015 წლის საერთო არჩევნებამდე შევიდეს. მინისტრებმა გამორიცხეს ეკლესიებისა და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისთვის ერთსქესიანი წყვილების დაქორწინების იძულება.

ინგლისისა და უელსის რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ ამასობაში გააძლიერა კამპანია ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ და ორი უმაღლესი არქიეპისკოპოსის მიერ შედგენილი საგანგებო წერილი 2,500 სამრევლო ეკლესიაში იქნა წაკითხული. წერილში საუბარია იმაზე, რომ რომ მთავრობის ქმედება ღრმად რადიკალურ ნაბიჯად შეიძლება იქნას შეფასებული, რომელიც ქორწინების მნიშნელობის გაუფასურებას შეუწყობს ხელს.

კენტერბერის არქიეპისკოპოსის დოქტორ როუან უილიამსის განცხადებით კანონი არ უნდა იქნას გამოყენებული სოციალური ცვლილებების წარმოსაშობად.

წყარო:http://www.guardian.co.uk/world/2012/mar/14/gay-marriage-government-public-consultation?fb=native&CMP=FBCNETTXT9038



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება