ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლი აფროამერიკელი ქალი
01 02 2012

30 წლის მაია რუპერტი ორგანიზაცია National Center for Lesbian Rights–ის პოლიტიკის ხელმძღვანელია, და იგი ლესბოსელი გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოსახლეობისთვის ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის მუშაობს.

გასული წლის გამარჯვება ობამას ადმინისტრაციის იმაში დარწმუნება იყო, რომ „ქორწინების დაცვის აქტისთვის“ მხარი აღარ დაეჭირა. წელს რუპერტის ამოცანაა ლგბტ ადამიანებუსთვის იმ უფლებრივი გარანტიების მიღება, რომლებიც საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროებში დაიცავს მათ დისკრიმინაციისგან.

2012 წლის განმავლობაში ორგანიზაცია National Center for Lesbian Rights აშშ–ს ურბანული განვითარებისა და განსახლების დეპარტამენტთან ითანამშრომლებს, რათა თანაბარი ხელმისაწვდომობის ახალი წესის განხორციელება იქნას შესაძლებელი. ახალი რეგულაციების მიხედვით ზემოხსენებული უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ განსახლების ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამაინისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის განურჩევლად.

რუპერტის წლევანდელი სამუშაო გეგმა ასევე მოიცავს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე ბულინგის შეჩერებას და იმიგრაციის რეფორმას, რომელიც ლგბტ მოქალაქეებს ხელს შეუწყობს მათი პარტნიორების სპონსორები გახდნენ აშშ–ს მოქალაქეობის მიღების პროცესში.

წყარო:http://newsone.com/nation/black-history-month/game-changers/jeffmays/maya-rupert-leads-crusade-for-lgbt-rights/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის