„ილგა ევროპას“ მეთხუთმეტე საიუბილეო კონფერენცია ტურინში
02 11 2011

30 ოქტომბერს, ტურინში დასრულდა „ილგა ევროპას“ (ILGA-Europe) მეთხუთმეტე ყოველწლიური კონფერენცია. 27-30 ოქტომბერს, ტურინში 43 ქვეყნის წარმომადგენელი 343 ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი აქტივისტი, ევროპელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ევროპაში ლგბტი უფლებათა ყველაზე მასშტაბურ წლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად.

კონფერენციის თემა ”ადამიანის უფლებები და ტრადიციული ღირებულებები: კონფლიქტი თუ დიალოგი?” და სხვა საკითხები რიგ საპანელო დისკუსიებზე, ვორკშოპებსა და თვითორგანიზებულ ჯგუფებში იქნა განხილული.

წელს, „ილგა ევროპა“ არსებობის მეთხუთმეტე წელს აღნიშნავს და კონფერენციაში ასახული იყო ევროპული ლგბტი მოძრაობის ისტორია და სამომავლო გამოწვევები.

წლევანდელ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ჩრდილოეთ კვიპროსზე არსებული მდგომარეობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი ერთადერთი ტერიტორიაა დღევანდელ ევროპაში, სადაც ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ზრდასრულ მამაკაცებს შორის კრიმინალიზებულად რჩება.

„ილგა ევროპას“ წლევანდელ კონფერენციას მხარი დაუჭირა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლეტანომ და ასევე იტალიის სენატმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა კაბინეტმა, იტალიის თანასწორი შესაძლებლობების მინისტრმა, ტურინის მერიამ და ტურინის რეგიონმა ისევე, როგორც „Esperienza Italia 150º“-მ.

„ილგა ევროპას“ აღმასრულებელი საბჭოს წევრის, მარტინ კ.ი. კრისტენსენის განცხადებით, ის ძალიან მოხარულია იმ ყურადღების გამო, რომელიც კონფერენციამ იტალიის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იტალია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია, ლგბტ ადამიანებთან მიმართებაში იგი რჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნად, რაც „ილგა ევროპას“ ცისარტყელა რუკასა და შესაბამის ნუსხაშიც არის ასახული.

წლევანდელი კონფერენციის მსვლელობისას „ილგა ევროპას“ წარმომადგენლებმა აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრები.

წყარო:http://ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/anniversary_15th_ilga_europe_s_annual_conference_concluded_in_turin



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი