გეების სექსიზმი და ქალთა სხეულები
10 11 2012

იოლო აკილი განიხილავს გეი კაცების სექსიზმსა და მამაკაცურ პრივილეგიას, ქალებთან მიმართებაში

”ერთ-ერთი პრეზენტაციაზე, ყველა დამსწრე გეი სტუდენტს ვთხოვე ხელი აეწია თუკი გასული კვირის მანძილზე ისინი ქალის სხეულს შეხებიან მისი ნებართვის გარეშე. რამდენიმე წამის ყოყმანის შემდეგ, ოთახში მყოფი ყველა გეი კაცის ხელი ჰაერში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ამავე ჯგუფს ვთხოვე ხელი აეწია თუკი გასული კვირის განმავლობაში, მათ ქალისათვის არასასურველი რჩევა მიუციათ იმის შესახებ თუ როგორ ”გაიუმჯობესოს” სხეული და ჩაცმის სტილი. და ისევ, წამიერი ყოყმანის შემდეგ, იგივე ხელები ჰაერში.

ეს კითხვები მას მერე გამიჩნდა, რაც მოკლე კვლევა ჩავატარე გეი კაცების მიმართების შესახებ ამერიკულ მოდასთან და ქალთა სხეულებთან. ეს დიალოგი გულისხმობდა ასევე იმის აღიარებას, რომ გეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად არიან მიჩნეულები ქალთა მოდისა და ავტომატურად ქალთა სხეულების ექსპერტებად. ამასთან ერთად, არსებობს დომინანტური ლოგიკა, რომელიც გვკარნახობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გეებს არ აქვთ ცნობიერი სურვილი ქალებთან სექსუალური ინტიმურობისა, ჩვენი არასასურველი შეხება და ხელის შევლება ”კეთილგანწყობილია”. ამ მიდგომებმა შედეგად გამოიღეს ის, რომ გეი კაცები, გასაკვირად კომფორტულად გრძნობენ თავს, ქალთა სხეულების გაკრიტიკებასა და შეხებაში.

მაგალითი: ატლანტაში ერთ-ერთ გეი კლუბში ვიყავი ჩემს ერთ კარგ მეგობართან ერთად, რომელიც ჰეტეროსექსუალი შავკანიანი ქალია. ცეკვისას, თეთრკანიანი გეი მოვიდა ჩვენთან და უცებ აგრესიულად დაავლო ხელი მკერდზე. ჩემი მეგობარი შოკში ჩავარდა და ხელი კრა მას, რაზეც კაცმა უპასუხა რა მოგივიდა მე ხომ გეი ვარ და უბრალოდ ვერთობიო. ჩვენ მოვთხოვეთ ბოდიში მოეხადა, რაზეც მან უარი განაცხადა. ეს კაცი აშკარად თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა ჩემი მეგობრის სხეულს შეხებოდა და ვერც კი გააცნობიერა, რომ, სინამდვილეში, მას თავს დაესხა.

მსგავსი ქმედებები იმ ფსიქოლოგიური თავდასხმის ნაწილია, რომელიც მიმართულია ქალებისა და გოგონების არარეალისტურ სილამაზის სტანდარტებსა და იდეალებში გახვევისკენ. აქ საქმე გვაქვს ასევე კულტურის გაბმულ შეტყობინებასთან იმის შესახებ, რომ ქალის სხეული მას არ ეკუთვნის. საგანგაშოა, რომ კულტურაში, რომელიც გეი კაცებს მამაკაცური პრივილეგიის მატარებლად არც კი მიიჩნევს, ჩვენი მიზოგინია და სექსიზმი წაკითხულია, როგორც ”დივას გაღმერთება” ან ”ქალის სილამაზის ზეიმი”, მაშინაც, კი, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვანივთებთ, თავს ვესხმით და ადამიანობას ვართმევთ მათ.

წყარო:http://goodmenproject.com/ethics-values/gay-mens-sexism-and-womens-bodies/#BxLqfwzCQ5KsUGqE.99



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა