ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
02 12 2010

ამა წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება 5კმ-იანი გარბენი და მსვლელობა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ღონისძიების განმავლობაში მოეწყობა საგანმანათლებლო კუთხეები და გამოფენა გენდერული ძალადობის შესახებ. აქციის მიზანია ხელი შეეწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სამარცხვინოსა და მიუღებელს გახდის ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ძალადობას, ხოლო პოტენციურ მოძალადეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და კანონით დასჯადი. ღონისძიებას დაესწრებიან და გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მორბენალ გოგონათა კლუბი, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე საელჩოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო 16 დღიან კამპანიას აღნიშნული ღონისძიებებით ვუერთდებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ ღონისძიების ორგანიზატორებს: თიკო მესხი 899 73 80 19; ნინო თოდია 899 92 41 34; 10 90 11