აბორტის აკრძალვის ინიციატივა თურქეთში
19 06 2012

AWID–მა წერილით მიმართა პრემიერ მინისტრ ერდოგანს თურქეთში აბორტის მკაცრად შეზღუდვის კანონპროექტთან მიმართებაში.

წერილი ეხმიანება პრემიერ მინისტრის განცხადებებს, რომლითაც მან აბორტი მკვლელობას გაუტოლა და აცნობა საზოგადოებას იმის თაობაზე, რომ მისი პარტია აპირებს წარმოადგინოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც მკაცრად შეზღუდავს აბორტის უფლებას თურქეთში.

AWID მოუწოდებს ყველას, წერილით მიმართოს თურქეთის პრემიერ მინისტრს მისი სახიფათო და საზიანო განცხადების შემდეგ, რომელმაც გაახმოვანა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პოზიცია. ეს პოზიცია არჩევნის თავისუფლებას აშკარად ეწინააღმდეგება. თურქულ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა უახლოეს კვირებში იგეგმება.

წყარო:http://www.awid.org/Library/AWID-Letter-to-PM-Erdogan-Regarding-the-Bill-to-Severely-Restrict-Abortion-in-Turkey



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი