თავდასხმა გერმანელ გეი ტურისტებზე
08 09 2011
ომალოში ჩასულმა რამდენიმე თბილისელმა ტურისტმა ადგილობრივ რესტორანში მისული გერმანელები თავის მაგიდასთან მიიწვია,- იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით.
სიყვარულის ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ, სტუმრებმა ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს ტუჩებში, რასაც ”შეურაცხყოფილი” მასპინძლების მხირდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ქართველებმა გერმანელი ტურისტები ჯერ ცემეს, შემდეგ კი ხელფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს.
უცხოელებს მდინარიდან ამოსვლასა და თბილისში დაბრუნებაში ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა.
ინციდენტს გამოძიება არ მოჰყოლია, რადგან გერმანელებმა სასწრაფოდ დატოვეს საქართველო და საჩივარი არც ადგილობრივ ორგანოებში და არც არც თბილისში გერმანიის საელჩოში შეუტანიათ.
ფოტო

"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია

გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის