ლგბტ თანასწორობისთვის მებრძოლი ქალი ლიდერები
10 09 2010

ჟურნალმა “TIME”, 10 ქალი ლიდერის სია გამოაქვეყნა, რომლებიც პლანეტის შეცვლისა და ლგბტ თანასწორობისთვის იღწვიან.

მსოფლიოს ძლიერ ქალთა სიაში შესულია ისლანდიის პრემიერ მინისტრი იოჰანა სიგურადოტირი, რომელიც გარდა იმისა, რომ ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, ასევე, მსოფლიოში პირველი ღია ლგბტ სახელმწიფოს მეთაურია. წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ისლანდიამ აღიარა ერთსქესიანი ქორწინება, სიგურადოტირი და მისი დიდი ხნის პარტნიორი, იონინა ლეოსდოტირი, შეუღლდნენ.

იოჰანა სიგურადოტირი არ არის ერთადერთი ლგბტ მხარდამჭერი ჟურნალ TIME-ის სიაში. არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერმა დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც ის ანტი-გეი ლიდერებს დაუპირისპირდა, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიას, რათა არგენტინის ლგბტ მოსახლეობისთვის ქორწინების უფლება მიენიჭებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალ TIME-ის მსოფლიოს ძლიერ ქალთა სია მთლიანად მოკავშირეებისაგან არ შედგება. მაგალითად, კოსტა რიკას პრეზიდენტი – ლაურა ჩინჩილა, რომელიც კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ერთსქესიან ქორწინებას თავის საარჩევნო კამპანიაში. მის გარდა, სიაში მოხვდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ჯულია გილარდი, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ათეისტი ლიდერია. ქალბატონ გილარდს სწამს, რომ ერთსქესიანი ქორწინება ბუნების კანონს ეწინააღმდეგება.

წყარო:

http://gayrights.change.org/blog/view/celebrating_women_world_leaders_fighting_for_lgbt_equality



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი