შეტაკება ბელგრადში
11 10 2010

100-ზე მეტი სერბი პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაშავდა და ათეულობით ადამიანი დააკავეს ბელგრადთან ახლოს მომხდარი შეტაკების დროს, რომელიც სერბეთში უკანასკნელი 9 წლის მანძილზე პირველად ჩატარებულ პრაიდს უკავშირდებოდა.

პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი აირი გამოიყენა პრაიდის მოწინააღმდეგეთა დასაშლელად. სამი სახანძრო მანქანა აღმოჩნდა საჭირო სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტიის შტაბში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, რომლის გამომწვევი მიზეზიც აქციის მონაწილეთა მიერ უხვად გამოყენებული ”მოლოტოვის კოკტეილი” გახლდათ.

საერთო ჯამში, შეტაკებისას 85 პოლიციელი და 12-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა. ამასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სუზანა ვასილიევიჩის განცხადებით დაკავებულ იქნა აქციის 60 მონაწილე.

გეი აქტივისტები პრაიდის ჩატარებას წელს აპირებდნენ, მას მერე რაც ერთი წლის წინ მათი გეგმები ჩაიშალა. მიზეზი ის გახლდათ, რომ პოლიცია პრაიდის მონაწილეებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევდა. წელს ეს ღონისძიება, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართულ სერბეთში, ტოლერანტობის მორიგი გამოცდა უნდა ყოფილიყო.

ძალადობის ტალღა თავად პრაიდის მონაწილეებს არ შეხებია. მსვლელობა ბელგრადის ცენტრში, ინციდენტების გარეშე დასრულდა, რადგან პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქალაქის სხვა ნაწილში აკავებდა.

2000 ადამიანზე მეტი გამოვიდა ბელგრადის ქუჩებში პრაიდის გასაპროტესტებლად და ”ოჯახური ღირებულებების პატივისცემისკენ” მოწოდებით. სერბეთის მოსახლეობის 50%-ზე მეტი, სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად ეწინააღმდეგება სექსუალური და გენდერული იდენტობის საჯარო გამოხატვას.

წყარო:http://www.bloomberg.com/news/2010-10-10/belgrade-clashes-leave-dozens-injured-arrested-during-gay-pride-parade.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის