გოგოები ბიჭებზე: ტერმინების განმარტება
06 03 2018

ბავშვობაში ყოველთვის ბიჭებთან ვთამაშობდი

Read: ან ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი მეთამაშა, იმიტომ რომ თავიდანვე ვრძნობდი, რომ გოგოობა სირცხვილია, ბიჭობა კი - საამაყო.

გოგოებთან საერთოს ვერაფერს ვპოულობ

Read: გოგოები სულ ბიჭებზე ლაპარაკობენ, მე კიდევ ბიჭები არაფერში მაინტერესებს, ამიტომ მხოლოდ ბიჭებთან ვმეგობრობ.

ბიჭებთან ყოველთვის მარტივად შემეძლო საერთო ენის პოვნა

Read: იმიტომ რომ ვთვლი, რომ გინება და უხეშობა მშვენიერი გზაა ნამდვილი გრძნობების გადასაფარად და საერთოდ ვერ ვხედავ როგორ არის გადაჯაჭვული გინების კულტურა ქალის ჩაგვრის კულტურაზე. დედაც მოვტყან.

გოგოები ზედმეტად ბევრ დრამას ქმნიან

Read: ემოციების გამოხატვა ხომ ქალურ, ანუ მდაბიო, და კაცურ, ანუ მაგარ ტერიტორიებად იყოფა. გოგოობაც და ტირილიც სამარცხვინოა, და თუ არ გაგიმართლა და გოგოდ დაიბადე, არ უნდა იტირო მაინც, რომ ზედმეტად გოგოურად არ ჩაგთვალონ. მერე რა, რომ კაცები ბევრად უფრო ხშირად კვდებიან ინფარქტით, სტრესთან გასამკლავებელი მექანიზმების ატროფიის ნიადაგზე.

კაცები ყოველთვის თავისიანად მთვლიდნენ

Read: რადგან ის, რომ კაცებს შენთან სექსი შეიძლება უნდოდეთ, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანად ჩაითვალო. მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა იმაში, რომ შემიძლია კაცების ეგოს წისქვილზე წყლის დასხმით მათთან მეგობრობის და საკუთარი თავის პატივსაცემ ადამიანად დანახვის შანსი მოვიპოვო.

კაცი მეგობარი ქალ მეგობარზე ფასეულად მიმაჩნია

Read: მთელი ცხოვრება "კაცის ტვინი," "ვინც ბოლო, ის გოგო" და "რა გატირებს, გოგო ხო არ ხარ" და მსგავსი ფრაზები მესმოდა.

გოგოები ყველაფერს ძალიან სერიოზულად იღებენ

Read: მე სხვანაირი გოგო ვარ, ხუმრობის ხუმრობად მიღება შემიძლია, მაშინაც კი, თუ გოგოებზე ხუმრობენ. მერე რა, რომ მეც გოგო ვარ. მე განსხვავებული ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის ბიჭებთან ვმეგობრობდი. ეტყობა, განსხვავებული რომ ვარ, იმის გამო რომ სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ბიჭებიც ამიტომ მემეგობრებიან.

ჩემი მეგობრების დიდი უმრავლესობა მამაკაცია

Read: სინამდვილეში მშვენივრად ვიცი, რომ ქალი მხოლოდ კაცის თვალით იზომება და კაცების სიმპატიის მოპოვება სამყაროში ერთადერთი რეალური ვალიდაციაა.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა