მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ინტერსექსი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგ ადგილას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითაც ვერ სარგებლობენ. იქ, სადაც შეუწყნარებლობის შიშით ადამიანები ჩუმად არიან, ფოტოგრაფმა რობინ ჰამონდმა (Robin Hammond) ფოტოპროექტი "სადაც სიყვარული აკრძალულია" განახორციელა. პროექტში ლგბტი ადამიანები დისკრიმინაციისა და გადარჩენის ისტორიებს უზიარებენ მაყურებელს.
რობინ ჰამონდს სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის დოკუმენტირებისა და აღწერისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის World Press Photo-ის პრიზი და Amnesty International-ის ოთხი ჯილდო ადამიანის უფლებების ჟურნალისტიკაში.
ფოტოპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს: whereloveisillegal.com