სახელმწიფო წყვეტს, ვინ ვარ მე: გენდერის ლეგალური აღიარების პრობლემები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ევროპაში
05 02 2014
Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროპის 7 ქვეყანაში გენდერის ლეგალური აღიარების პროცესთან დაკავშირებულ სიტუაციას შეისწავლის. ანგარიში მოიცავს როგორც კონკრეტული ქვეყნებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე  ზოგად რეკომენდაციას ყველა დანარჩენი მთავრობისთვის და რეკომენდაციას  კონკრეტულად ევროკავშირისთვის. ანგარიში გამოქვეყნდა 2014 წლის 4 თებერვალს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მათი გენდერული იდენტობის ასახვა არსებითად მნიშვნელოვანია. მათთვის ეს გადამწყვეტია არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა იმ დარღვევებს, რომელთაც ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის ლეგალური აღიარების ძიების პროცესში აწყდებიან ევროპაში. ქვეყნების ნაწილში ლეგალური გენდერის ცვლილება საერთოდ დაუშვებელია.  ბევრ დანარჩენში ლეგალური გენდერის დოკუმენტებში შეცვლა ისეთი მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს სასტიკად არღვევს. ანგარიშის გადმოწერა წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი