ბიშკეკში ფემინისტური აქცია დაარბიეს
07 03 2014
6 მარტი, 2014
5 მარტს, 15:00-დან 19:00-მდე ბიშკეკის ფემინისტური ინიციატივის აქტივისტთა ჯგუფი „ესქიუ“ (SQ) ატარებდა დაგეგმილ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. ღონისძიება ქალთა მოძრაობის ისტორიაზე ვიქტორინასა და მცირე საჩუქრებს, ასევე ფოტო სტენდს და სხვადასხვა ფემინისტურ სლოგანს მოიცავდა. აქტივისტები ცდილობდნენ აეხსნათ 8 მარტის მნიშვნელობა და აცნობდნენ გამვლელებს ქალთა უფლებებსა და ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჯგუფს აქციის გამართვისათვის ოფიციალური ნებართვა ჰქონდა აღებული.
დაახლოებით 18:00-ზე, როდესაც ღონისძიება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, სტენდთან 20-30 მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი შეგროვდა, რომლებმაც აგრესიულად დაიწყეს შეკითხვების დასმა ფემინისტურ ნიშნებზე და ფემინისტებისთვის ქრისტიანობის პროპაგანდის დაბრალება დაიწყეს.
უცნობმა მამაკაცებმა ალყა შემოარტყეს აქტივისტებს, ექაჩებოდნენ მათ ქურთუკების საყელოებზე, აბოლებდნენ სიგარეტის კვამლს სახეში, ასევე სახეში აფურთხებდნენ მზეზუმზირის ნაჭუჭებს. აქტივისტები შეეცადნენ ადგილი დაეტოვებინათ, მაგრამ ბრბო მათ გაყვა ყვირილით და ხალხისთვის ძალადობისკენ მოწოდებით. რამდენიმე ხნის დევნის შემდეგ მამაკაცები დაეწივნენ აქტივისტებს, მივარდნენ სტენდს და გატეხეს.
ზუსტად ორ წუთში დემონსტრანტებმა დაარბიეს სტენდი და გააგრძელეს აქტივისტებზე თავდასხმა. სამწუხაროდ, მომხდარის ვიდეოფირზე ასახვა ვერ მოხერხდა, რადგან ბრბო თავს ესხმოდა აქტივისტებს და რამდენიმე მათგანი წაიქცა კიდეც. ერთ ერთ მამრობითი სქესის აქტივისტს „პედერასტი“ დაუძახეს და წიხლების და მუშტების რტყმა დაუწყეს შემდეგ კი მიწაზე დააგდეს. ფემინისტური კოლექტივის წევრებმა დახმარება პოლიციას სთხოვეს (რომელიც ინციდენტის ადგილიდან სულ რაღაც ოც მეტრში იყო განლაგებული), თუმცა ამ უკანასკნელებმა თხოვნას სრული იგნორირება გაუკეთეს მაშინაც კი, როდესაც მათ აქციის ჩატარების ნებართვა წარედგინათ.
აქტივისტებს ადგილობრივი საოლქო სასამართლოს შენობაში მოუწიათ თავის შეფარება, თუმცა არა მხოლოდ დარაჯი, არამედ სასამართლოს თანამშრომლების ნაწილიც ცდილობდა აქტივისტები შენობიდან გაეყარათ. ამასობაში ადგილზე პოლიცია მოვიდა, თუმცა ერთ-ერთ პოლიციელი ასევე უბამდა ბრბოს მხარს და ცდილობდა აქტივისტები გარეთ შეკრებილი აგრესიული მოქალაქეებისთვის გადაეცათ. საბედნიეროდ სამართალდამცავი ორგანოების დანარჩენმა წარმომადგენლებმა მოახერხეს აქტივისტები იქაურობისთვის მოერიდებინათ. ერთობლიობაში, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს სათანადო წინააღმდეგობა გაეწიათ ბრბოსთვის და არ მიიღეს სასწრაფო ზომები კანონდამრღვევების მიმართ.
აქტივისტების თქმით ზემოხსენებული შემთხვევა არ არის კერძო ინციდენტი, რადგან ძალადობა და სიძულვილი სისტემატიურ ხასიათს ატარებს და დღესდღეობით ნორმად აღიქმება საზოგადოებაში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ის, რაც მათ გადაიტანეს სინამდვილეში ყირგიზეთში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ყოფით რეალობას წარმოადგენს. ამ აქციის დარბევამ აჩვენა, რომ საზოგადოებას არ სურს ქალების ნახვა საჯარო სივრცეში, როგორც საჯარო ცხოვრებისა და სამოქალაქო მოღვაწეობის აქტიური წევრების და თვლიან, როგორც კონტრდემონსტრანტებიდან ერთ-ერთმა აღნიშნა „ქალებს არ ჭირდებათ უფლებები, რადგან ისინი მუდამ მეორე ადგილზე დარჩებიან.“ ამ ადგილს ხშირად 'სახლს' უწოდებენ.
წყარო
ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია