გაეროს რეზოლუციაში გენდერული იდენტობის ცნება შედის
24 11 2012

რეზოლუციის ნიმუში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა დაამტკიცა, პირველად ისტორიაში ასახელებს გენდერულ იდენტობას, როგორც არასამართლებრივი წესით სიკვდილით დასჯისგან დაცვისათვის საჭირო მახასიათებელს.

საერთაშორისო ლგბტ ორგანიზაციებმა გენდერული იდენტობის შესაბამისი ტერმინოლოგიის ჩართვა ამ რეზოლუციაში წლის პრიორიტეტად აქციეს. ჯესიკა სტერნმა, რომელიც საერთაშორისო გეი და ლესბოსელი ადამიანის უფლებათა კომისიის აღმასრულებელი დირექტორია, განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ჯგუფები მკაცრი ომისათვის ემზადებოდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ ბრძოლას ადგილი არ ჰქონია.

სტერნმა განაცხადა The Advocate–თან, რომ ატმოსფერა გასული ორი წლის მანძილზე შეიცვალა, და რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარმა ბევრმა მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა ამ ამ რეზოლუციის სწრაფ დამტკიცებას. აღსანიშნავია, რომ იაპონია პირველი ქვეყანა იყო აზიური ჯგუფიდან, რომელიც კენჭისყრისას ლგბტ უფლებების სასარგებლოდ გამოვიდა.

„ჩვენი მხრიდან ძალიან მცირე ძალისხმევა გახდა საჭირო ამ ტერმინოლოგიის შეტანის კუთხით,“ განაცხადა სტერნმა. „გარემო განვითარდა. სახელმწიფოები მზად არიან ამისთვის,“ დასძინა მან.

წყარო:http://www.advocate.com/news/world-news/2012/11/23/un-draft-resolution-against-extrajudicial-executions-includes-gender?page=0,1



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"