ლგბტ აქტივისტები მონტენეგროში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგანან
05 11 2014
კვირას, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ლგბტ უფლებების დამცველმა ორასამდე აქტივისტმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. დემონსტრაციის მონაწილეებს ეჭირათ პოსტერები წარწერებით: „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „ეს მხოლოდ დასაწყისია“, „ტრადიციულად ამაყი“ და „სიჩუმე = სიკვდილი“. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიხედვით, ღონისძიებას იცავდა 2000-მდე პოლიციის ოფიცერი.
ეს მონტენეგროსთვის რიგით მესამე და მისი დედაქალაქისთვის კი, რიგით მეორე გეი პრაიდი იყო. გასულ ოქტომბერს, დედაქალაქში ჩატარებული მსვლელობა დარბევით დასრულდა. 50-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული და 20-მდე პოლიციელი დაშავებული.
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში, სადაც 650,000 მოსახლეა, გეები და ლესბოსელები შიშში ცხოვრებას აგრძელებენ და არ აქვთ იმედი, რომ მთავრობა მათ უფლებებს დაიცავს.
AFP საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, გამოკითხვები აჩვენებს , რომ მონტენეგროს მოსახლეობის 70 პროცენტი ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს. ერთგულად კონსერვატიულ და ღრმად მაჩო კულტურის მქონე ბალკანური ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის.
ევროკავშირის დელეგაციის მეთაურმა მონტენეგროში, მიტია დრობნიჩმა, რომელიც კვირის პრაიდსაც შეუერთდა, რეპორტიორებს განუცხადა: „ადამიანის უფლებების კანონის ნაწილია. ამ სფეროში მიღწეული წარმატების გარეშე, ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული პროცესი პროგრესს ვერ განიცდის."
წყარო
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"